მუნირი: "ბარსელონა" ყოველთვის ჩემს გულში იქნება

მუნირი: "ბარსელონა" ყოველთვის ჩემს გულში იქნება

23 წლის თავდამსხმელი, მუნირ ელ ჰადადი, "ბარსელონაში" გატარებული 8 წლის შემდეგ, კლუბს გამოემშვიდობა. 

"კლუბში 16 წლის ასაკში მოვედი, ოცნებებით, რომელიც ყველას აქვს, როცა "ლა მასიის" წევრი ხდება. 

"ბარსელონაში" გავიზარდე, გასახდელში საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად მოვხვდი. ორჯერ კლუბის დატოვება დამჭირდა, მაგრამ დავბრუნდი და ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო.

ახლა კი, ახალი ეტაპი უნდა დავიწყო და საკუთარი თავი სხვა კლუბს უნდა მივუძღვნა, სადაც ფეხბურთი ასევე ძალიან უყვართ. 

"ბარსელონა" ყოველთვის ჩემს გულში იქნება". 

დღეს, მუნირი "სევილიას" მოთამაშე გახდა. გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ის ანდალუსიურ კლუბში სეზონის დარჩენილ ნაწილს და კიდევ 4 წელს გაატარებს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    sergio busquets5
    სტუმარი [?]
    #3 13 იანვარი 2019 13:48
    0
    წარმატებები
    Culé [?]
    #2 13 იანვარი 2019 03:29
    0
    აგერ ნახავვს ყველა ეს თუ არ აყომარდეს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 12 იანვარი 2019 23:07
    6
    კლუბმა ცოტა უხეშად და ცუდად მოექცა კლუბის ხელმძღვანელებს ვგულისხმობ.რომელი ფეხბურთელი გაახანგრძლივებს კონტრაქტს თუ არათამაშებ და მინიმალურ შანს არაძლევ მოედანზე გასვლის ? უარს იტყოდა აბა რა იქნებოდა ამათმა კიდევ არც არენდით გაუშვეს და ვაბშე არც გათამაშებთო უთხრეს..იჯარით უნდა გაეშვათ ან გაეყიდათ ისე რომ გული არ ტკენოდა.ამ ლამასიაშიჩ უნდა შეიგნონ რომ რადგან იქ არიან ეს იმას არ ნიშნავს რო ყველა პუიოლი.ინიესტა ხავი ან მესი დადგება მისგან