რაფინიას გამოსამშვიდობებელი წერილი

რაფინიას გამოსამშვიდობებელი წერილი

ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი რაფინია ალკანტარა, რომელიც "ბარსელონადან" "ინტერში" გუშინ გადავიდა, კატალონიურ კლუბს Instagram-ის საშუალებით გამოემშვიდობა.

"მიჭირს სიტყვებით გადმოვცე ის გრძნობა, რომელსაც ჩემი პიროვნებად და პროფესიონალად ჩამომყალიბებელი გუნდის მიმართ ვგრძნობ.

აქ 2006 წელს, 13 წლის ასაკში მოვედი. მაშინ ბავშვი ვიყავი, რომელიც ამდენი შესანიშნავი მომენტის გადატანაზე და ამდენი ტიტულის მოგებაზე ვერ იოცნებებდა. თითქმის ყველაფერი, რაც ფეხბურთზე ვიცი, აქ ვისწავლე და როგორც კანტერანომ, ჩემი ოცნებები აქ ავისრულე.

ახლა, დროა, კარიერიაში ახალი ნაბიჯი გადავდგა.

მადლობას ვუხდი კლუბს, რომელიც ყოველთვის გვერდით მედგა. თანაგუნდელებს, რომელთაგანაც ბევრი რამ ვისწავლე: დიდი მადლობა, ყოველთვის ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. კლუბის ყველა თანაშრომელს, რომელიც ყოველდღე მიღიმოდა, როდესაც ბავშვი ვიყავი: თქვენ ჩემს გულში დარჩებით.

აქ გატარებული 12 წელი დაუჯერებელი იყო."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #2 23 იანვარი 2018 15:51
    0
    წარმატებები ამაზე ორჯელ მეტი ტიტული მოგეგოს ვიდრე ბარსასი
    Culé [?]
    #1 23 იანვარი 2018 15:12
    0
    წარმატებები რაფო იმედა ძირითადში მალე იპოვი ადგილს