ESPN-სთან საუბარში ანხელ დი მარიამ გაიხსენა კოპა ამერიკის წლევანდელი შეჯიბრი, რომელიც არგენტინისთვის არც ისე იღბლიანი გამოდგა.
“ალბისელესტე” ტურნირიდან ნახევარფინალურ ეტაპზე გამოვარდა. დი მარიას თქმით, მესიმ გასახდელში სიტყვა წარმოთქვა, რომელიც ძალზე ემოციური იყო და თითქმის ყველა აატირა.
“მესიმ არაჩვეულებრივი სიტყვა გვითხრა, როცა ბრაზილიასთან 0:2 დავმარცხდით. მან გვითხრა, რომ ამაყი იყო იმ გუნდით, რომელიც ჩვენ შევქმენით. როდესაც მან დაასრულა, ყველანი ვტიროდით, რადგან ამან ძალიან იმოქმედა, განსაკუთრებით ახალგაზრდებზე.”
“მან გვითხრა, რომ პირველი დღიდან ერთი მიმართულებით მივდიოდით. ამაყი იყო გუნდის თავდადებით ნაკრების მაისურისადმი და თუ ისინი აქ იყვნენ (ფეხბურთელები), ამას იმსახურებდნენ.”
“მას ბევრჯერ აკრიტიკებდნენ იმისთვის. რომ არ მღეროდა ჰიმნს და არ ლაპარაკობდა, თუმცა წლევანდელი ტურნირი განსხვავებული იყო. მას ეს დაამტკიცა. სიხარულს მგვრიდა, თუ როგორ ლაპარაკობდა მესი, როგორ იდგა იგი გუნდის პირისპირ, რა ისაუბრა პრესასთან.”
“მთავარია, რომ ლეო ასეთია. მე მომწონს ეს მესი.” – ციტირებს არგენტინელის სიტყვებს Marca.
მესის ყველაზე დიდი შეცდომა ისაა რომ თავის დროზე არგენტინა აირჩია და არა ესპანეთი….
პროსტა მესი რომ ესპანეთის ნაკრებში თამაშობდეს ყველა მსოფლიოს მოიგებდა
ბევრჯერ მითქვამს და კიდე ვიტყვი არ იმსახურებს არგენტინა მესის არა
Vigaceebis komentari wavikitxe Es lautaro unda iyodos barsamo … Ravi mgonia to mets ver moumatebs eg bichi tamashs da rasac tamashob Ravi me zamenazec ar minda tu maincdamainc suas shecvlazea laparaki jesusi
სმწუხაროა რომ შენნაირმა ნიჭიერმა ფეხბურთელმა მეტს ვერ მიაღწია ანხელ აბსოლიტურად ყველაფერი ქონდა ამას რომ ოქროს ბურთი მოეგო პირველრიგში იმ *** პერესის ბრალია ამის რეგრესი
მაიმცდამაიმც უნდა აგინოს სასტავს და სახეში ურტყას ითამაშეთო? არ ევასება ზედმეტი საუბარი უყვარს საქმის კეთება. ან რათ უნდა ამხელა ფეხბურთელებს ჭკუის დარიგება და მოედანზე ხტუნაობა. გადი გააკეთე გასაკეთებელი და მორჩა. გაუხურეს საქმე. დი მარია რო იყოს კაპიტანი ან ოტამენდი ხო რასამბობ მუნდიალს მუნდიალზე დადებენ რა ბლიაწ