უჩვეულო შედეგი - გოლების 20% საჯარიმოს გარედან

უჩვეულო შედეგი - გოლების 20% საჯარიმოს გარედან

მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონაში" ყოველთვის ირიცხებოდნენ ფეხბურთელები კარგი შორეული დარტყმით, კატალონიურ კლუბს საჯარიმოს გარედან გოლების გატანა მაინც უჭირდა. ბოლო თვეებში, სიტუაცია მნიშვნელოვნად გამოსწორდა.

მიმდინარე სეზონში გატანილი 20 გოლიდან 4, ანუ 20%, საჯარიმოს გარედან დარტყმებზე მოდის. ლეო მესიმ 2 ჯარიმა გაიტანა, უსმან დემბელემ კი, "სევილიასთან" ესპანეთის სუპერ თასსა და პსვ-სთან ჩემპიონთა ლიგაზე, თავი 2 ეფექტური და შედეგიანი დარტყმით დაგვამახსოვრა.

გოლების 20%-ის საჯარიმოს გარედან დარტყმით გატანა, "ბარსელონასთვის", უცხოა. ბოლო წლებში, კატალონიელებს ამ მხრივ საუკეთესო შედეგი 2009/10 წლების სეზონში ჰქონდათ, როდესაც გვარდიოლას გუნდმა, 128 გოლიდან 22, ანუ 17% საჯარიმოს გარედან გაიტანა. მას შემდეგ, მაჩვენებელი იკლებდა და ლუის ენრიკეს მწვრთნელობის მე-2 წელს 7.5 პროცენტამდეც კი დავიდა.

"ბარსას" ამ მხრივ საქმე კარგად არც ერნესტო ვალვერდეს მწვრთნელობის პირველ თვეებში ჰქონდა. 2017/18 წლების სეზონის პირველ ნაწილში კატალონიელებმა საჯარიმოს გარედან მხოლოდ ერთი გოლი გაიტანეს - ლეო მესიმ საჯარიმო დარტყმით. თუმცა, 2018 წლის დადგომის შემდეგ, 9 თვეში, "ბლაუგრანას" ფეხბურთელებმა, შორეული დარტყმით, თავი უკვე 10-ჯერ გამოიჩინეს.

მიმდინარე სეზონის სტარტი ნამდვილად იმედისმომცემია და არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ საჯარიმოს გარედან გოლების გატანა ჯერ ფილიპე კოუტინიოს არ დაუწყია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 21 სექტემბერი 2018 22:54
    1
    ხო რა დემბელე თუ დაემატა ეგ ერთი და მოერეც, მწვრთნელისგან თუ ექნათ ნებართვა მსგავის რამეების თორე აგერ რაკეტასაც და კოუტინიოსაც მშვენივრად შეუძლიათ საჯარიმოს გარედან გასროლა..