ლიპი მესისა და რონალდუზე: საფეხბურთო ღმერთები კვლავ ზენიტში იმყოფებიან
ჩინეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, მარჩელო ლიპიმ რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ვარსკვლავთა გამოსვლა შეაფასა.
"არ ვთვლი, რომ საფეხბურთო ღმერთთა დაცემა ვიხილეთ. რონალდუსა და მესის ჩავარდნაზე საუბარი ლოგიკური არაა, რადგან ისინი უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მოწინავე პოზიციებს იკავებენ. პორტუგალიელი და არგენტინელი კვლავ ზენიტში რჩებიან.
დაიბადა ახალი ღმერთი სახელად მბაპე. დიახ, კილიანი რონალდუს წააგავს. ის ძალიან სწრაფად დარბის. არ დაგავიწყდეთ, რომ გრიზმანისა და პოგბას სახით ფრანგს ძლიერი პარტნიორები ჰყავს.
სწორედ ეს აკლდა მესის. ჩავარდა მთლიანად არგენტინის ნაკრები და არა ლეო. "ალბისელესტე" შესანიშნავი გუნდი ნამდვილად აღარ არის."-თქვა ლიპიმ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]