ლიპი: „გვარდიოლამ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გუნდები შექმნა“

ლიპი: „გვარდიოლამ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გუნდები შექმნა“

ტურინის "იუვენტუსისა" და იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ პრესასთან ინტერვიუში მიუნხენის "ბაიერნის" ესპანელ მწვრთნელზე, პეპ გვარდიოლაზე ისაუბრა. იტყობინება, La Gazzeta Dello Sport.

"ხოსეპ გვარდიოლა ქმნიდა და წვრთნიდა საუკეთესო გუნდებს ფეხბურთის ისტორიაში. სანამ ის "ბაიერნს" ჩაიბარებდა ესპანეთში, "ბარსელონაში" მუშაობდა, სადაც ყველა მწვერვალი დაიპყრო და დიდ წარმატებებსაც მიაღწია. ბევრი დღემდე თვლის, რომ გვარდიოლამ "ლურჯ-ბროწეულისფრებში" ლეგენდარული იოჰან კრუიფის ფილოსოფია კიდევ უფრო განავითარა. მიუნხენის "ბაიერნში" პეპმა ზედიზედ ორჯერ მოიგო ბუნდესლიგა და ეჭვიც არავის ეპარება, რომ ამას 2015/2016 სეზონშიც მოახერხებს." - განაცხადა, ლიპიმ. 

შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლა "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2008-2012 წლებში მუშაობდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    MNS 9 10 11
    სტუმარი [?]
    #5 2 იანვარი 2016 11:20
    2
    მოდი ასტონ ვილა გუნდად ჩავთვალოთ rofl
    ი.ხ.მ.ს.ნ.
    სტუმარი [?]
    #4 2 იანვარი 2016 03:31
    2
    "როგორც ჩანს შეცვლები არ ჩანს" rofl
    zura barca
    სტუმარი [?]
    #3 2 იანვარი 2016 02:50
    1
    ეხლანდელი ბავარია გააპობს რეალს....ისედაც ძლივს უდგათ სული... lool
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 1 იანვარი 2016 23:47
    2
    https://www.youtube.com/watch?v=ggxIKyyniD8 ეჰ რა ხალხი დავკარგეთ :D
    alvesi dani
    სტუმარი [?]
    #1 1 იანვარი 2016 23:39
    5
    Lucho mirchevnia love