MD: "ბარსელონას" სკაუტები დე ლიგტს მარტში 3-ჯერ დააკვირდნენ

MD: "ბარსელონას" სკაუტები დე ლიგტს მარტში 3-ჯერ დააკვირდნენ

სიახლე არაა, რომ "ბარსელონა" "აიაქსის" ჰოლანდიელი ცენტრალური მცველით, მატიას დე ლიგტით ინტერესდება.

კატალონიური Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" სკაუტებმა დე ლიგტი საქმეში "აიაქსსა" და "ჰერენვენს" შორის გამართულ შეხვედრაში (4:1) იხილეს. მათ ახალგაზრდა ფეხბურთელს თვალი ჰოლანდიის ნაკრების ინგლისთან მატჩში (0:1) და პორტუგალიასთან თამაშშიც (3:0) მიადევნეს.

ჰოლანდიელმა მცველმა "ჰერენვენთან" მატჩში გოლი გაიტანა, მაგრამ მან თავისი თავი უკეთ პორტუგალიასთან შეხვედრაში წარმოაჩინა. 18 წლის დე ლიგტმა 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და შესანიშნავად ითამაშა კარგ ფორმაში მყოფი კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ.

გავრცელებული ცნობებით, "ბარსელონა" ჰოლანდიელი ვუნდერკინდის შეძენას ზაფხულში შეეცდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #1 29 მარტი 2018 15:59
    0
    ამას თუ ვიყიდით ვერმაალი გაუშვათ