ბოლო შანსი "ბარსელონას" ქართულ ოფიციალურ ფანკლუბში გასაწევრიანებლად
გთავაზობთ "ბარსელონას" ოფიციალური ფანკლუბის, Penya Blaugrana Tbilisi-ს განცხადებას:
"გაცნობებთ, რომ "ბარსელონას" ქართულ ოფიციალურ ფანკლუბში (Penya Blaugrana Tbilisi) გაწევრიანების ბოლო ვადაა 2017 წლის 30 ოქტომბერი. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, ფანკლუბმა კლუბს უნდა გადაუგზავნოს იმ პირების სია, რომლებსაც 2018 წლის განმავლობაში ექნებათ ოფიციალური ფანკლუბის წევრის სტატუსი.
ფანკლუბში გაწევრიანება შეგიძლიათ ამ გვერდზე: http://barca.ge/register/. წევრობის საფასური არის წელიწადში 30 ლარი სრულწლოვანი პირებისთვის; წელიწადში 19 ლარი 14-17 წლის პირებისთვის; წელიწადში 10 ლარი 13 წლამდე პირებისთვის. გაითვალისწინეთ: რეგისტრაცია დასრულებულია საწევროს საფასურის გადახდის შემდეგ.
ფანკლუბის წევრების პრივილეგიები: http://barca.ge/about/
ფანკლუბის წევრებს საწევრო ბარათებს დაუმზადებს "ბარსელონა" და გამოგზავნის მიმდინარე წლის დეკემბერში. ეს ბარათი მოქმედი იქნება 2018 წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, თუ 30 ოქტომბრამდე დარეგისტრირებას ვერ მოასწრებთ, ფანკლუბში გაწევრიანებას ვეღარ მოახერხებთ 2019 წლამდე.
რაც შეეხება ფანკლუბის ფუნქციონირების დაწყებას: მოსამზადებელი სამუშაოები თითქმის დასრულებულია და დიდი ალბათობით, ყოველ თამაშზე შეკრებებს დავიწყებთ ნოემბრის პირველ ნახევარში.
პატივისცემით, Penya Blaugrana Tbilisi-ს ადმინისტრაცია."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 23 ]