ცორკი: „არავითარი შეთანხმება“
"ბორუსიას" სპორტულმა დირექტორმა, მიხაელ ცორკმა უსმან დემბელეს მოსალოდნელ ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, ფრანგი ფორვარდით "ბარსელონა" ინტერესდება.
"როგორც ვიცი, შეთანხმება დემბელეს "ბარსელონაში" ტრანსფერის თაობაზე არ შემდგარა. ჯერჯერობით, მხარეებს არავითარი ვალდებულება არ აკისრიათ."-მოჰყავს ცორკის სიტყვები L'Equipe-ს.
მოგეხსენებათ, რომ "ბარსელონას" ირგვლივ საინტერესო სატრანსფერო სიახლეები ვრცელდება. Marca-ს ცნობებით, ინიგო მარტინესი მომდევნო საათებში "ბლაუგრანას" ოფიციალურად შეუერთდება, Sky Sports-კი "კამპ ნოუზე" ფილიპე კოუტინიოს გადაბარგებას ადასტურებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]