მესი სრული დატვირთვით ვარჯიშობს

მესი სრული დატვირთვით ვარჯიშობს

ორშაბათს დილით "ბარსელონას” ფეხბურთელებმა ვარჯიში გამართეს. ეს იყო მსუბუქი ვარჯიში, რის დროსაც ფეხბურთელები მიესალმნენ ახლადგამოჯანმრთელებულ ლეო მესის.

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურამდე მხოლოდ ორი დღე იყო დარჩენილი და არ იყო დრო გასულ შეხვედრებზე ფიქრისათვის, ამიტომ "ბარსას” ფეხბურთელებმა დაივიწყეს პამპლონაში თამაში და "ლიონთან” გასამართი მატჩისთვის დაიწყეს მზადება.

ვარჯიშში მონაწილეობა მიიღო მთელმა გუნმდა, მათ შორის ტრავმამოშუშებულმა ლეო მესიმაც, რომელმაც "ოსასუნასთან” შეხვედრა გამოტოვა. ვარჯიშზე ასევე იყო ახალი სახეც, კლუბის მესამე მეკარე – ოიერ ოლაზაბალი. ხოლო კარლეს პუიოლი და ლილიან ტურამი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდნენ.

გუშინდელ ვარჯიშში ფეხბურთელები ახალი ბურთებით ვარჯიშობდნენ, როგორითაც მათ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში მოუწევთ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 16 დეკემბერი 2019 13:23
    12
    რამხელა ისტორია აქვს ამ გვერდს.2007 წლიდან დღემდე მთელი ბარსელონას ისტორია,ამბები და ვითარებებია.
    სტატიები კარგია,მაგრამ კომენტარებიც რომ შემორჩენილიყო მთლად უკეთესი იქნებოდა :)).
    იმედია ეს გვერდი ფუნქციონირებას არასდროს შეწყვეტს და ეს უზარმაზარი ისტორიის სიმდიდრე და შრომა არ წაიშლება.