საუკეთესო შედეგი

საუკეთესო შედეგი

სარაგოსაში გამარჯვების წყალობით "ბარსამ" ახალი რეკორდი დაამყარა. გუნდმა სეზონის სტარტზე, "ლა ლიგას" ზედიზედ მეოთხე გასვლითი მატჩის მოგება შეძლო...

პირველი სანტანდერის "რასინგი" იყო, რომელიც "ბარსამ" ანგარიშით 0–3 დაამარცხა. შემდეგ გამარჯვებები "კალდერონსა" (1–2) და "სან მამესზე" (1–3) იყო. ბოლო, მეოთხე გამარჯვება კი "ბარსამ" რამდენიმე საათის წინ მოიპოვა. კატალონიელებმა "სარაგოსა" ანგარიშით, 0–2 დაამარცხეს.

შარშან "ბარსამ" სეზონი 6 გამარჯვებით დაიწყო. 3 მატჩი საკუთარ მოედანზე, ხოლო 3–იც გასვლით შეხვედრაში მოიგეს, მაგრამ მეოთხე მატჩი "მესტალიაზე" იყო, სადაც "ბარსამ" თამაში ფრედ, 0–0 დაასრულა.

3 გამარჯვებით "ბარსამ" გასვლითი შეხვედრები შემდეგი მწვრთნელების მეთაურობით დაიწყო: კუბალა (1955/56), კრუიფი (1990/91), ვან გაალი (1997/98) და რაიკაარდი (2006/07), მაგრამ დღევანდელმა გამარჯვებამ ყველაფერ ამას ხაზი გადაუსვა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.