მეხუთე შემთხვევა...

მეხუთე შემთხვევა...

"ბარსამ" წელს სამიდან სამი გასვლითი მატჩის მოგება შეძლო. ბოლო 20 წლის მანძილზე ეს მეხუთე შემთხვევა გახლავთ. პირველად ასეთი შემთხვევა 1990/91 წლებში დაფიქსირდა. შემდეგი კი 1997/98, 2006/07 და 2009/10 წლების სეზონები იყო...

პეპ გუარდიოლას არ შეუძლია იამაყოს გუნდის შედეგით, რომელიც "ნოუ კამპზე" დაფიქსირდა, მაგრამ "ლა ლიგაში" მათ შეძლეს და 3 გასვლითი მატჩიდან, 3–ივეში გამარვჯვება მოიპოვეს. "ბარსამ" გამარჯვებები "ელ სარდინეროზე", "ვისენტე კალდერონზე" და "სან მამესზე" მოიპოვეს და ამით მათ გასვლით შეხვედრებში მაქსიმალური შედეგი აჩვენეს.

გასულ წელს, კატალონიელებმა, სეზონის სტარტზე, გასვლით შეხვედრებში "ხეტაფე" (0–2), "რასინგი" (1–4) და "მალაგა" (0–2) დაამარცხეს.

ასეთივე შედეგი დაფიქსირდა 2006/07 წლების სეზონში, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ ეს არ იყო ჩემპიონობის წინაპირობა. პირველი გამარჯვება "ბარსამ", ეტო'ოს, მესისა და გუდიონსენის გოლების წყალობით, "ბალაიდოს"–ზე მოიპოვა. ამის შემდეგ კი, როგორც წელს, ბლაუგრანამ გამარჯვება "ელ სარდინეროზე" და "სან მამესზე" მოიპოვა.

1997/98 წლებში ლუის ვანგაალმა, "ბარსას" მწვრთნელის რანგში, დიდებული სტარტი აიღო. მისმა გუნდმა პირველ სამ გასვლით მატჩში გამარჯვება "ვალენსიასთან" (0–3), "სპორტინგთან" (1–4) და "მალიორკასთან" (0–1) შეძლო. ამ სეზონში "ბარსამ" ტიტული ჩემპიონატის დასრულებამდე 4 მატჩით ადრე გაიფორმა.

"Dream Team"-მა 1990 წელს პირველი სამი გასვლითი მატჩის მოგება შეძლო. პირველი კატალონიური "ესპანიოლი" (0–1) იყო. ამ გამარჯვებას კი "ბეტისთან" (2–3) და "ტენერიფესთან" (0–1) გამარჯვებები მოჰყვა.

და მაინც... სეზონის სტარტი დიდს არაფერს არ წყვეტს, რაც 1974 წელს დამტკიცდა. კრუიფთან ერთად "ბარსამ" პირველი 3 გასვლითი მატჩი "ელჩესთან" (1–0), "სელტასთან" (2–1) და "რეალ სოსიედადთან" (2–1) დათმო, მაგრამ ამისდა მიუხედავათ "ბარსამ" მოახერხა და 14 წლიანი ლოდინის შემდეგ "ლა ლიგას" ტიტულს დაეუფლა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.