იცით თუ არა, რომ...

იცით თუ არა, რომ...

როგორც მოგეხსენებათ, დღეს "ბარსა" "ჩემპიონთა ლიგის" მორიგ მატჩს, დანიური "კოპენჰაგენის" წინააღმდეგ გამართავს. ამ სტატიაში კი შემოგთავაზებთ სხვადასხვა სტატისტიკებს, რომელიც "ბარსას" ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა...

► "ბარსას" დანიურ კლუბებთან 5–ჯერ აქვს მატჩი გამართული და გამარჯვება ხუთივეში აქვს მოპოვებული.

► "ბლაუგრანას" "ჩემპიონთა ლიგაში" მატჩი მხოლოდ ერთ დანიურ გუნდთან, "ბრონდბისთან" აქვს გამართული. ჩატარებული ორი მატჩიდან "ბარსამ" ორივეში გამარჯვება შეძლო.

► "კოპენჰაგენს" ესპანურ გუნდებთან ექვსი მატჩი აქვს გამართული. აქედან დანიელები 3–ჯერ დამარცხდნენ, ხოლო 3–ჯერ მატჩი ფრედ დაასრულეს.

► 2006/07 წლებში "კოპენჰაგენმა" შეძლო და "ჩემპიონთა ლიგაზე" გავიდა, მაგრამ ჯგუფურ ეტაპს ვერ გაცდნენ. დანიელებმა 7 ქულა მოიპოვეს. მათ სამივე გასვლითი შეხვედრა წააგეს.

► ამ სეზონში "კოპენჰაგენმა" ჯგუფში მოსახვედრად "როსენბორგისა" და "ბატეს" დამარცხება მოუწია.

► "კოპენჰაგენი" არის იმ ექვს გუნდს შორის, რომლებსაც წელს, "ჩემპიონთა ლიგაზე" გოლი არ გაუშვია.

► დანიელებს ზედიზედ 7 მატჩი აქვთ მოგებული.

► დანიელ ალვესი არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც "ბარსას" თერთმეტივე მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.

► "ბარსას" "ჩემპიონთა ლიგაზე" 6 გოლი აქვს გატანილი. სამი პირველ ტაიმში, ხოლო მორე სამი მეორე ტაიმში.

► 2009 წლის 20 ოქტომბერს, "ბარსამ" ყაზანის "რუბინთან" ანგარიშით, 1–2 წააგო. წელს "ბლაუგრანას" 4 ქულა აქვს მოპოვებული.

► სტეფანე ლენოი დღევანდელი მატჩის მთავარი არბიტრი იქნება. მას "ბარსას" მატჩის განსჯა ასევე 2007/08 წლებში ქონდა დავალებული. ამ მატჩში ფრენკ რაიკაარდის "ბარსამ" ანგარიშით, 3–1 "შტუტგარტი" დაამარცხა. გოლების გატანა ჯოვანი დოს სანტოსმა, სამუელ ეტო'ომ და რონალდინიომ შეძლეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.