ტებასი: "ბარსელონასთვის" ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ"

ტებასი: "ბარსელონასთვის" ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ"

ესპანეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი აცხადებს, რომ "ბარსელონას" ფეხბურთელების მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

"ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი. უსიამოვნო მდგომარეობაში ვარ, თავს კომფორტულად არ ვგრძნობ. თუმცა, არ ვაპირებ მუშაობა შევწყვიტო.

"ბარსელონასთვის" ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ, რადგან ფარისეველი არ ვარ. თუმცა, შექმნილი მდგომარეობა ძალიან მაღელვებს, რადგან ბოლო 3.5 წლის განმავლობაში ესპანური ფეხბურთის წარმატებისთვის თავდაუზოგავად ვმუშაობდი." - აცხადებს ტებასი.

შეგახსენებთ, რომ "ვალენსიასა" და "ბარსელონას" შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, ტებასმა კატალონიური კლუბის ფეხბურთელები გააკრიტიკა. შედეგად, "ბარსელონამ" მას სპორტულ არბიტრაჟში უჩივლა და უნდობლობა გამოუცხადა.

ასევე შეგახსენებთ, რომ ტებასი მადრიდის "რეალის" მიმართ თავის სიმპათიებს არ მალავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 11 ნოემბერი 2016 15:11
    0
    რად უნდა თქვენი ლანძღვა შეხედეთ რა ნაგინები სახე აქვს.