გასპარი: "ტებასი "ბარსელონას" ვერ იტანს"
"ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი ჟოან გასპარი ესპანეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის თავკაცს, ხავიერ ტებასს კატალონიური კლუბის ფეხბურთელების მიმართ გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს.
ტებასმა, ცოტა ხნის წინ, განაცხადა, რომ "ბარსელონას" ფეხბურთელებმა, "ვალენსიასთან" თამაშის დროს, მეტოქე გუნდის ფეხბურთელების პროვოცირება მოახდინეს.
"როგორც გულშემატკივარს, იმედი მაქვს, რომ ლა ლიგის პრეზიდენტი ბოდიშს მოიხდის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ამას არ აპატიებენ.
არ აქვს მნიშვნელობა, რას ფიქრობს ტებასი, როგორც პიროვნება. ლა ლიგის პრეზიდენტი ობიექტური უნდა იყოს. როგორც ჩანს, ტებასი "ბარსელონას" ვერ იტანს, თუმცა როდესაც ასეთი მაღალი თანამდებობა უჭირავს, მას არ აქვს უფლება რომელიმე კლუბის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე "ბარსელონას" დონის გუნდს ეხება.
თუ ტებასი ბოდიშს არ მოიხდის, მაშინ მან თანამდებობა უნდა დატოვოს. მას არ აქვს უფლება ფეხბურთელები სიმულაციაში დაადანაშაულოს. მან ისინი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაიცვას."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]