გუშინ ღამით, სამხრეთ ამერიკაში, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი შესარჩევი მატჩები გაიმართა, რომლებიც “ბარსელონას” ფეხბურთელებისთვის წარუმატებლად დასრულდა.
როგორც ლიონელ მესისა და ხავიერ მასკერანოს არგენტინამ, ასევე ლუის სუარესის ურუგვაიმ და პაულინიოს ბრაზილიამ 0:0 ითამაშა.
ბრაზილიისთვის ეს ფრე ყველაზე ნაკლებად მტკივნეული იყო – “პენტაკამპეონებს” ფინალური ეტაპის საგზური დიდი ხანია განაღდებული აქვთ.
ურუგვაიმ, ამ ქულის აღებით, მინიმუმ მე-5 ადგილი გაინაღდა.
რაც შეეხება არგენტინას, პერუსთან საკუთარ კედლებში ქულების დაკარგვის გამო, მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. მესისა და მასკარენოს გუნდი, საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, რთულ მდგომარეობაშია.
მესიმ, მასკერანომ და სუარესმა სრულად ითამაშეს, პაულინიო კი 82-ე წუთზე შეცვალეს.
არგენტინა-პერუ
ბოლივია-ბრაზილია
ვენესუელა ურუგვაი
არგენტინა უსიკვდილოდ გავა მომდევნო ეტაპზე.აბა დღეს საქართველო იგებს.მიდით ბიჭებო