workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
შევადგინოთ ყველა დროის სიმბოლური – საუკეთესო თავდამსხმელი

შევადგინოთ ყველა დროის სიმბოლური – საუკეთესო თავდამსხმელი

      მარცხენა გარემარბის პოზიციაზე აირჩიეთ რონალდინიო. ხმათა დიდი უმრავლესობით. მე მგონი, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. ახლა კი ფორვარდის ჯერია. ძალიან შორს აღარ წავალ, უკვე ვიცი, რომ “ძველებს” ხმას არავინ აძლევს, ამიტომ, უბრალოდ გავიხსენოთ ის წესიერი ხალხი – პაულინიო ალკანტარა, სეზარ როდრიგესი, კოშიჩი, ევარისტო, კრანკლი, ქუინი, კლუივერტი, ლევანდოვსკი და ა.შ

ახლა კი მთავარ კონკურენციაზე გადავიდეთ: 

რომარიო (1993 – 95) 

🔵 ტიტულები:

✔ 1x ლა ლიგა
✔ 1x ესპანეთის სუპერ თასი

“ბარსელონაში” ჩაატარა 84 მატჩი.
გაიტანა 53 გოლი.
შეასრულა 17 საგოლე გადაცემა. 

კრუიფის ბარსას გაძლიერება თითქოს უკვე შეუძლებელი იყო, ისედაც ოცნების გუნდად წოდებულ ბარსას რაღა უნდოდა მეტი, მაგრამ მოვიდა რომარიო და ოცნების გუნდი სამოთხის გუნდად იქცა. როგორ წააგო ამ გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალი, თან, 0:4 ეს ბევრს დღემდე ვერ გაუგია, კრუიფმაც შეცდომები დაუშვა და არც ათენი გამოდგა ბარსას ქალაქი. არადა, თუ ვინმეს შავ დღეში ჩაუგდია ბარეზი-მალდინის დუეტი, ეს სწორედ რომარიო იყო, ოღონდ, ეგ პსვ-ს ამბებია, აი, ფინალში არ გამოვიდა რაღაც.

რონალდო (1996 – 97)

🔵 ტიტულები:

✔ 1x კოპა დელ რეი
✔ 1x ესპანეთის სუპერ თასი
✔ 1x თასების თასი

“ბარსელონაში” ჩაატარა 49 მატჩი.
გაიტანა 47 გოლი.
შეასრულა 13 საგოლე გადაცემა. 

ფენომენი ბარსაში მხოლოდ ერთი სეზონით დარჩა და ბევრის აზრით კარიერის საუკეთესო სეზონიც ჩაატარა. თუ ამაზე კამათი შეიძლება, მხოლოდ “ინტერში” ჩატარებული სადებიუტო სეზონის გამო, აი, მერე რონალდო აღარ ყოფილა ის, რაც მანამდე იყო. მისი პიკი მხოლოდ ორი წელი გაგრძელდა, (ერთი ბარსაში, ერთი “ინტერში) მერე იყო გაურკვეველი შეტევა ფინალის წინ, მერე იყო მუხლის პრობლემები და ჩაგდებული სეზონი, მერე იყო გაწყვეტილი იოგები, მერე იყო გაწყვეტილ მყესებთან ერთად დაზიანებული მენისკი, და მერე იყო სულ სხვა რონალდო, რომელიც აღარ ჰგავდა იმას, რაც დაგვამახსოვრდა, შეძლო და გახდა ისევ მსოფლიოს საუკეთესო, მაგრამ ფენომენი სადღაც გაქრა. სევდიანი ამბავია.

სამუელ ეტო’ო (2004 – 2009)

🔵 ტიტულები:

✔ 3x ლა ლიგა
✔ 1x კოპა დელ რეი
✔ 2x ესპანეთის სუპერ თასი
✔ 2x ჩემპიონთა ლიგა

“ბარსელონაში” ჩაატარა 199 მატჩი.
გაიტანა 130 გოლი.
შეასრულა 38 საგოლე გადაცემა. 

ძალიან დაუფასებელი ფეხბურთელი. ბარსამ ნამდვილად ვერ დააფასა. ხუთი წელი გაატარა გუნდში, აქედან სამი სეზონი ბრწყინავდა. ორი კი მძიმე ტრავმების გამო ჩაუვარდა, თუმცა, შუალედებში რასაც თამაშობდა, ყოველთვის ძალიან შედეგიანი იყო. ფაქტობრივად არც ეტყობოდა, რომ ახალი დაბრუნებული იყო მოედანზე. “მადრიდს” ყოველთვის და ყველგან ამწარებდა, ლიგა ორჯერ მოიგო და ორივეჯერ გოლი შეაგდო ფინალში. მერე კიდევ “ინტერში” წავიდა და ზედიზედ მეორედ მოიგო ტრიპლეტი, თან ბარსაზე შური იძია, ნახევარფინალიდან გააგდო და “ბერნაბეუზე” ფინალის თამაშის საშუალება არ მისცა. ბარსამ რა მიიღო მის სანაცვლოდ? ბუნტისთავი იბრაჰიმოვიჩი. 

ლუის სუარესი (2014 – 2020)

🔵 ტიტულები:

✔ 4x ლა ლიგა
✔ 5x კოპა დელ რეი
✔ 2x ესპანეთის სუპერ თასი
✔ 1x ჩემპიონთა ლიგა
✔ 1x უეფას სუპერ თასი
✔ 1x მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი

“ბარსელონაში” ჩაატარა 283 მატჩი.
გაიტანა 195 გოლი.
შეასრულა 113 საგოლე გადაცემა. 

რა უნდა ითქვას ლუის სუარესზე? თანამედროვეობის საუკეთესო თავდამსხმელი იყო. ბრაზილიელი რონალდოს მერე ასეთი სრულყოფილი ფორვარდი არც მინახავს. კარიერის საუკეთესო ეტაპზე გადავიდა “ბარსელონაში” და სადებიუტო სეზონშივე შეძლო ყველაფრის მოგება. ერთადერთი ის ვერ გამიგია როგორ ვერ მოიგო უფრო მეტი ჩემპიონთა ლიგის თასი. ეს კითხვა ძალიან შორს წაგვიყვანს და სულ სხვა პრობლემებამდე მიგვიყვანს, ლუის სუარესი კი ბარსას ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (27)

  • Johan Cruyff 14
    schedule 05 იან 2026, 23:34

    ელ პისტოლერი არჩევანი ეს არის, ნუ რათქმაუნდა რონალდოს ვიტყოდი მარა სუას უფრო დიდი კვალიაქ ვიდრე აქ ჩამოთვლილებს

  • M10 S9 D11
    schedule 05 იან 2026, 23:33

    ჯეკა რათქმაუნდა

  • ChuxrELia
    schedule 04 იან 2026, 19:23

    ჯეკსონა 😎

  • Albicelecte
    schedule 04 იან 2026, 16:06

    მაინც ჯეკა

  • nika 54
    schedule 04 იან 2026, 15:57

    მე სუარესი მომწონს, ბარსაში საუკეთესო ვერსია აჩვენა, სხვაგან ყველა დაკბინა. მაგრამ ბარსაში აცრეს და აღარ უკადრია ასეთი რამე.

  • BarCa7
    schedule 04 იან 2026, 14:19

    სუარესიიი!!!

  • rivaldo80
    schedule 04 იან 2026, 12:45

    სუარესი სუარესი და სუარესი 🔫