ბარსას რამდენი ფეხბურთელი შეიძლება წავიდეს მსოფლიო ჩემპიონატზე?

ბარსას რამდენი ფეხბურთელი შეიძლება წავიდეს მსოფლიო ჩემპიონატზე?

სეზონის ბოლო სანაკრებო პაუზამ განსაზღვრა ამ ზაფხულის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ექვსი მონაწილე. სამწუხაროდ, ყველა ის ნაკრები, სადაც “ბარსელონას” ფეხბურთელები არიან, ვერ გავიდა, მაგრამ კლუბი მაინც შეიძლება წარმოდგენილი იყოს 18-მდე სხვადასხვა ფეხბურთელით აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში.

ესპანეთი: მინიმუმ ექვსი და შესაძლოა მეტიც

ბუნებრივია, ესპანეთი არის ქვეყანა, სადაც “ბარსელონას” ყველაზე დიდი წარმომადგენლობაა. თუ ტრავმებს აირიდებენ თავიდან და თუ მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტე იგივე ლოგიკას შეინარჩუნებს, რაც ბოლო გამოძახებებში ჰქონდა, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ლამინ იამალი, პედრი, პაუ კუბარსი, ფერმინ ლოპესი, დანი ოლმო და ფერან ტორესი განაცხადში იქნებიან.

მაგრამ სია აქ არ მთავრდება. ჟოან გარსიას სამშაბათს სანაკრებო დებიუტი ჰქონდა, თუმცა ის ოთხ შესაძლო მეკარეს შორის ერთ-ერთია და ვინ იცის, რას გადაწყვეტს დე ლა ფუენტე ამ მნიშვნელოვან პოზიციასთან დაკავშირებით. ამავდროულად, ალეხანდრო ბალდე, ერიკ გარსია, მარკ კასადო და გავი ყველანი მონაწილეობდნენ საკვალიფიკაციო მატჩებში და ნებისმიერ მათგანსაც შეუძლია შანსის მიღება.

კიდევ ხუთი ევროპელი

ნიდერლანდებიც გავიდა ფინალურ ეტაპზე და მიუხედავად იმისა, რომ ფრენკი დე იონგი ამჟამად ტრავმირებულია, ზაფხულისთვის წესით მზად უნდა იყოს და ავტომატური არჩევანია.

ჟიულ კუნდე ასევე ტრავმის შემდეგ ბრუნდება და საფრანგეთის ბოლო მატჩები გამოტოვა, მაგრამ როცა მცველი ფორმაშია, ის მწვრთნელ დეშამის ფავორიტია.

ჟოაო კანსელოს ძალიან კარგი შანსი აქვს, რომ რობერტ მარტინესმა პორტუგალიის ნაკრებში გამოიძახოს, ხოლო მარკუს რაშფორდი ტომას ტუხელის ხელმძღვანელობით ინგლისის პირველ გუნდში რეგულარულად თამაშობს.

მიუხედავად რთული საკვალიფიკაციო კამპანიისა, შვედეთი ბოლოს მაინც გავიდა და ეს ალბათ ნიშნავს, რომ რუნი ბარდჯი მსოფლიო ჩემპიონატზე წავა. ის ბოლო პერიოდში შვედეთის ნაკრებში რეგულარულად იძახებოდა, მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო დრო, როგორც წესი, შეზღუდული ჰქონდა.

შვედეთმა ეს მოახერხა პოლონეთის დამარცხებით, რაც ნიშნავს, რომ რობერტ ლევანდოვსკი მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ წავა. კიდევ ერთ პლეი-ოფში ჩეხეთმა დანია პენალტების სერიაში დაამარცხა. შესაბამისად, თუნდაც ანდრეას კრისტენსენმა ტრავმისგან დროულად გამოჯანმრთელდეს, ფინალურ ეტაპზე ისიც ვერ ითამაშებს.

არაუხო და რაფინია

“ბარსელონას” ორი სამხრეთ ამერიკელი, რონალდ არაუხო (ურუგვაი) და რაფინია (ბრაზილია), თავიანთი ნაკრებების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავები არიან და თუ ფორმაში იქნებიან, აუცილებლად გაიმეორებენ იმავე გამოცდილებას, რაც ოთხი წლის წინ კატარში მიიღეს.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (5)

  • nika 54
    03 აპრ 2026, 22:11

    ესპანეთის ნაკრებში რო ბარსას ფეხბურთელები ბევრად მეტნი იქნებიან ცხადია, სამაგიეროდ რეალი გვაჯობებს როგორც გუნდი რომლის ფეხბურთელებიც ყველაზე მეტ ნაკრებში იქნებიან წარმოდგენილი. მოკლედ როგორც პერესს უყვარს გუნდი გალაქტიკოსი ყავს ერთი ეგაა გალაქტიკურ ფეხბურთს ვერ აჩვენებენ.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    02 აპრ 2026, 22:43

    რაც შეიძლება მეტი უნდა წავიდეს

  • Frenkie de Jong_
    02 აპრ 2026, 18:30

    ერიკ გარსია და ხერარდ მარტინი იმსახურებს ნაკრებში გამოძახებას.

  • Koundè 23
    02 აპრ 2026, 00:07

    იქნებ მსოფლიოს მერე არაუხო გაიყიდოს დაადგას ვინმემ თვალი და წავიდეს მოგვცილდეს ფერან ტორესიც ასევე მოწინავე უნდა იყოს კრისტენსენი გინდ ყოფილა გინდ არა ტიპს რაში უხდიან ხელდასს😂

  • Rick Sanchez
    02 აპრ 2026, 00:03

    რა დრო იყო ნიდერლანდების მატჩებს შიშით რომ ვუყურებდით, დეპაის ან დე იონგებს ტრავმები არ მიეღოთ😆😆