ოფიციალურად: ფინალისიმას თარიღი და ადგილი ცნობილია

ოფიციალურად: ფინალისიმას თარიღი და ადგილი ცნობილია

ევროპისა და სამხრეთ ამერიკის მოქმედი ჩემპიონების შეხვედრის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

2026 წლის “ფინალისიმა”, რომელშიც ერთმანეთს არგენტინა და ესპანეთი დაუპირისპირდებიან, 27 მარტს, კატარის ქალაქ ლუსაილში გაიმართება.

ევროპულ-სამხრეთ ამერიკული დაპირისპირებას ერთი დამატებითი ინტრიგა ახლავს თან – მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი “ბარსელონაში” მის მემკვიდრედ მონათლულ ლამინ იამალის წინააღმდეგ ითამაშებს.

ფინალისიმა აქამდე სულ 3-ჯერ გამართულა. 1985 წელს ჩემპიონი საფრანგეთი გახდა, რომელმაც ურუგვაი 2-0 დაამარცხა. 1993 წელს კოპა ამერიკის გამარჯვებულმა არგენტინამ ევრო 1992-ის გამარჯვებული დანია პენალტების სერიაში დაამარცხა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ფინალისიმა 2022 წელს დაბრუნდა, როდესაც არგენტინამ იტალია 3-0 გაანადგურა. წელს არგენტინას შანსი აქვს, ეს ტურნირი ზედიზედ მესამედ მოიგოს.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (12)

  • M10 S9 D11
    20 დეკ 2025, 15:14

    მოაქვს ზედიზედ მეორედ ლომს ❤️❤️❤️

  • nika 54
    20 დეკ 2025, 12:22

    ლამინზე ტყუილად იძახით მესის მემკვიდრეაო, ლაწირაკმა გასაგებად აგვიხსნა, რომ თურმე არ აინტერესებს რამდენ გოლს გაიტანს და არც ის უნდა მესის გავდეს და ეხლახანს კიდევ დაამატა, არც იმას აქვს აზრი რა ნომერი მაწერიაო. მე ფეხბურთის თამაშით ვერთობიო. კაცს რო მსოფლიოს უკვე აღიარებულ საუკეთესო ფეხბურთელს ადარებენ არ აინტერესებს და თურმე ვისი მაისური აცვია არც ესაა მისთვის მნიშვნელოვანი. ამას ოჯახი დაღუპავს, უკვე აუხსნა მამამისმა, რომ თურმე მესის ამისგან გადაედო ნიჭი, როცა აბანავებდა. ამისთანა უმადური კაცი მე არ მახსენდება.

  • Rick Sanchez
    20 დეკ 2025, 10:54

    ბასტონის მოყვანა ზღაპარია

  • araujo4
    19 დეკ 2025, 07:43

    ციტატა: Albicelecte

    ციტატა: araujo4
    რატომაც ვერ უნდა მოვიყვანოთ ბასტონი? დარწმუნებული ვარ ტიპი არც დაფიქრდება აქ მოსვლაზე. რამდენი წელი უნდა გაატაროს ინტერში. თან აშკარად ინტერმა რაც შეძლო ლიგაზე 2 ფინალის თამაში მაგ მიღწევას კაი ხანი ვეღარ გაიმეორებენ. აგერ მთავარი მწვრთვნელი ვერ შეინარჩუნეს და არაბეთში გაექცათ. ბასტონმა ღიად რო განუცხადოს ბორდს რო წამოსვლა უნდა ვინუჟდენი რეალური თანხა უნდა დაადონ. 70-80 მილიონის ფარგლებში. მაგ თანხის გადახდაზე არც უნსა დავფიქრდეთ ისეთი დონე მოვა. ამ ტრანსფერზე ვოცნებობ 2 წელია


    წახვალ ბასტონის სანაცვლოდ? ბარტერზე….
    ტოლები ხართ, 99-იანია, 1.9-1.92 სიმაღლით ორივე…


    ვინ გამცვლის ბასტონში მე უბედურს🤣 ინტერი მაგას თოხლავს? თან ესეთი ფსიქოლოგიური პრობლემა დაემატა ტიპს ყველას შეეშინდება მაგის წაყვანა

  • Albicelecte
    19 დეკ 2025, 04:09

    ციტატა: araujo4
    რატომაც ვერ უნდა მოვიყვანოთ ბასტონი? დარწმუნებული ვარ ტიპი არც დაფიქრდება აქ მოსვლაზე. რამდენი წელი უნდა გაატაროს ინტერში. თან აშკარად ინტერმა რაც შეძლო ლიგაზე 2 ფინალის თამაში მაგ მიღწევას კაი ხანი ვეღარ გაიმეორებენ. აგერ მთავარი მწვრთვნელი ვერ შეინარჩუნეს და არაბეთში გაექცათ. ბასტონმა ღიად რო განუცხადოს ბორდს რო წამოსვლა უნდა ვინუჟდენი რეალური თანხა უნდა დაადონ. 70-80 მილიონის ფარგლებში. მაგ თანხის გადახდაზე არც უნსა დავფიქრდეთ ისეთი დონე მოვა. ამ ტრანსფერზე ვოცნებობ 2 წელია


    წახვალ ბასტონის სანაცვლოდ? ბარტერზე….
    ტოლები ხართ, 99-იანია, 1.9-1.92 სიმაღლით ორივე…

  • araujo4
    19 დეკ 2025, 02:54

    რატომაც ვერ უნდა მოვიყვანოთ ბასტონი? დარწმუნებული ვარ ტიპი არც დაფიქრდება აქ მოსვლაზე. რამდენი წელი უნდა გაატაროს ინტერში. თან აშკარად ინტერმა რაც შეძლო ლიგაზე 2 ფინალის თამაში მაგ მიღწევას კაი ხანი ვეღარ გაიმეორებენ. აგერ მთავარი მწვრთვნელი ვერ შეინარჩუნეს და არაბეთში გაექცათ. ბასტონმა ღიად რო განუცხადოს ბორდს რო წამოსვლა უნდა ვინუჟდენი რეალური თანხა უნდა დაადონ. 70-80 მილიონის ფარგლებში. მაგ თანხის გადახდაზე არც უნსა დავფიქრდეთ ისეთი დონე მოვა. ამ ტრანსფერზე ვოცნებობ 2 წელია

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    19 დეკ 2025, 01:41

    ძალიან გაუჭირდება არგენტინას ამ ესპანეთთან

  • Mariami Kh
    18 დეკ 2025, 22:21

    ციტატა: jacky iakovenko
    არიქა გვეშველა მგონია, ბასტონიზე ხმები დაიყარა, ფაბრიციომაც დაწერა აგერ

    ძალიან კარგია 🙏🙏🙏 იმედია მართლა მუშაობენ ამაზე ეს შტერი დეკო და ლაპორტა, დაგვხატავს ბასტონი 🙏🙏🙏🙏 ტრანსფერმარკეტზე 80 მილიონია ღირებულება, არარეალური ჩანს ჩვენი პრობლემების ფონზე, მაგრამ იქმებ გამოვიდეს

  • jacky iakovenko
    18 დეკ 2025, 21:08

    არიქა გვეშველა მგონია, ბასტონიზე ხმები დაიყარა, ფაბრიციომაც დაწერა აგერ

  • LEVANII
    18 დეკ 2025, 20:55

    Ეს ის შემთხვევაა როცა ვინცარუნდა მოიგოს გამიხარდება

  • CHEPE
    18 დეკ 2025, 18:28

    ლეო მოიგებს მაინც მგონია რატომღაც მიუხედავად რომ ესპანეთი არანაკლებია მეტოქედ თუმცა ვნახოდ იამალი რას იზამს ამჯერად ეს მაინც არაა ერთა ლიგა

  • დიმიტრი არაყელი
    18 დეკ 2025, 18:13

    კაი თამაში იქნება 😉