UEFA ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის, კოეფიციენტებისა და საპრიზო ფონდის განაწილების წესს ცვლის

UEFA ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის, კოეფიციენტებისა და საპრიზო ფონდის განაწილების წესს ცვლის

დღეს, UEFA-მ ოფიცალურად დაადასტურა, რომ 2018/19 წლების სეზონიდან, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის სისტემაში რამდენიმე ცვლილება განხორციელდება.

ცვლილებები, ძირითადად, სამ მიმართულებას ეხება: ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა, კოეფიციენტების სისტემა და საპრიზო ფონდის განაწილება.

2018 წლიდან, ევროპის წამყვანი 4 ჩემპიონატიდან 4-4 საუკეთესო გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირდაპირ მოხვდება. გარდა ამისა, ჯგუფურ ეტაპზე პირდაპირ დაიშვება ევროპის ლიგის წინა გათამაშების გამარჯვებული. ამჟამად, ევროპის ლიგის მოქმედი ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგაზე ფლეი ოფის ეტაპიდან ერთვება.

ცვლილებებია კოეფიციენტების სისტემაშიც. 2018 წლიდან, კლუბებს კოეფიციენტები მხოლოდ საკუთარი შედეგების გათვალისწინებით მიენიჭებათ და მათი საფეხბურთო ლიგის კოეფიციენტს ყურადღება აღარ მიექცევა. გამონაკლისი იქნება შემთხვევა, როდესაც კლუბის კოეფიციენტი საფეხბურთო ლიგის კოეფიციენტის 20%-ზე ნაკლები იქნება. გარდა ამისა, კოეფიციენტის მინიჭების დროს, მხედველობაში მიიღება კლუბის ისტორიული შედეგებიც. კლუბები, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგა ან/და ევროპა ლიგა მოუგიათ, დამატებით ქულებს მიიღებენ.

როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე ევროპა ლიგაზე გაიზრდება საპრიზო ფონდი, რომელიც მონაწილე გუნდებზე უნდა განაწილდეს. დაინერგება ახალი, 4-კრიტერიუმიანი სისტემა (ფულადი ჯილდო ტურნირში მონაწილეობისთვის, ნაჩვენები შედეგებისთვის, ინდივიდუალური კოეფიციენტისთვის, მარკეტინგული საქმიანობისთვის). 2018 წლიდან, პრიორიტეტი სპორტულ მიღწევებს მიენიჭება და საპრიზო ფონრის განაწილების დროს მარკეტინგულ საქმიანობას ნაკლები მნიშვნელობა ექნება.

ეს წესები მოქმედი 2018-2021 წლებში იქნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    LEO MESSI
    სტუმარი [?]
    #3 26 აგვისტო 2016 16:51
    0
    კარგია რომ ასე განვითარებული იქნება
    N. Foster
    სტუმარი [?]
    #2 26 აგვისტო 2016 14:39
    0
    პლეიოფის ეტაპიდან ერთვება სევილია? ჯგუფურ ეტაპში ხვდება ისედაც პირდაპირ ევროპა ლიგის გამარჯვეებული.
    intskirveli.fcb
    სტუმარი [?]
    #1 26 აგვისტო 2016 13:24
    0
    ციტატა: LUIS-SUAREZ
    bratci mainteresebs messis karierashi ramdeni goli aq sul gatanili,amxanagurebshic,nakrebshic,la ligashic da yvela turnirze gatanili golebi anu yvela ra yvela vabshe rac gaitana

    513