ბარსელონა-პსვ 4:0 - ფაქტები, სტატისტიკა, რეკორდები...

  • 19-09-2018, 01:04
  • ბარსელონა-პსვ 4:0 - ფაქტები, სტატისტიკა, რეკორდები...

    "ბარსელონასა" და პსვ-ს შორის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გამართულ მატჩში (4:0) რამდენიმე საინტერესო და ზოგიც ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა.

    • ლიონელ მესი გახდა მეორე ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში (რაულის შემდეგ), რომელმაც გოლი ზედიზედ 14 სეზონში გაიტანა;
    • ლიონელ მესის, ჩემპიონთა ლიგაზე, 103 გოლი დაუგროვდა. პსვ-ს, ამ ტურნირის ისტორიაში, 102 გოლი აქვს გატანილი;
    • ლიონელ მესიმ, ჩემპიონთა ლიგაზე, მე-8 ჰეთ თრიქი გაიფორმა. არგენტინელმა კრიშტიანუ რონალდუს გაუსწრო და პირველ ადგილზე ერთპიროვნულად გადაინაცვლა;
    • "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მე-20 გათამაშება დაიწყო წაუგებლად. ბოლო შემთხვევა, როცა "ბარსამ" ტურნირის პირველი მატჩი წააგო, 1997/98 წლების სეზონში დაფიქსირდა, როდესაც კატალონიელებს ჯგუფში პსვ ჰყავდათ;
    • "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მე-4 კლუბი გახდა ("აიაქსის", პსჟ-სა და მოსკოვის "სპარტაკის" შემდეგ), რომელმაც ჩემპიონთა ლიგის სეზონის პირველი გოლის გატანა 2-ჯერ მოახერხა;
    • ლიონელ მესიმ, ბოლო 5 წლის განმავლობაში, 25 ჯარიმა გაიტანა, რაც ევროპის წამყვან 5 ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებზე მინიმუმ 10 ზუსტი დარტყმით მეტია;
    • პსვ-ს სასტარტო 11 ფეხბურთელის ანგარიშზე, საერთო ჯამში, ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული 73 თამაში იყო. ამაზე მეტჯერ ამ ტურნირზე მესის (125), პიკესა (98) და ბუსკეტსს (94) უთამაშიათ.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    19 სექტემბერი 2018 10:34

    აი ესე წერს ევროსპორტი მესის რამდენიმე ახალ რეკორდზე:

    1)Месси первым в истории оформил восьмой хет-трик в ЛЧ.

    2)Месси оформил 42 хет-трик за «Барселону»

    3)Месси забил со штрафных 42 мяча. Больше, чем Роберто Карлос, Платини, Пирло, Ривалдо и Рикельме

    4)Из 103 мячей в ЛЧ Месси только 4 забил со штрафных

    5)Месси вонзил в ЛЧ уже 103 мяча – это на один больше, чем ПСВ за всю историю турнира

    6)Месси пробил 179 вратарей в карьере

    7)Месси забил 61 мяч в 64 матчах группового этапа ЛЧ. Это новый рекорд турнира

    8)Месси – первый, кто отличился в 14-м сезоне ЛЧ подряд за один клуб

    9)Месси положил 8 мяч со штрафного в 2018-м. Больше за календарный год он не забивал

    ციტატა: azulgerana
    "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მე-4 კლუბი გახდა ("აიაქსის", პსჟ-სა და მოსკოვის "სპარტაკის" შემდეგ), რომელმაც ჩემპიონთა ლიგის სეზონის პირველი გოლის გატანა 2-ჯერ მოახერხა უძალიან მაგრესი რეკორდია ღმერთო ჩემო ამას ვერავინ გაიმეორებს სასწაული ფანტასტიკური გილოცავთ ჩვენ პირველებმა გავიტანეთ გოლი გესმით ხალხო ეს რას ნიშნავს ??? ეხლა ვიტირებ სიხარულით VIVA BARCA და რამე :D satisfied

    არ იტირო პატარავ, დღეს წაუტირე იუვენტუსის და რეალის თამაშების მერე.

    3
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV