"ბარსელონა", 2017 წელს, ავსტრალიაში ითამაშებს

"ბარსელონა", 2017 წელს, ავსტრალიაში ითამაშებს

"ბარსელონა", 2017 წლის ზაფხულში, საჩვენებელი ტურის ავსტრალიაში გამართვას გეგმავს. ამ ინფორმაციას კატალონიური Mundo Deportivo ავრცელებს.

მიმდინარე ზაფხულში, მსოფლიო ფეხბურთის გრანდები ამხანაგურ მატჩებს სხვადასხვა კონტინენტებზე ატარებენ, რითიც ისინი ფინანსურ სარგებელს ღებულობენ. "ბარსელონამ" კი, გადაწყვიტა, ფეხბურთელები არ გადატვირთოს და მიმდინარე ზაფხულში ევროპას არ გასცდეს.

თუმცა, მომდევნო წელს სიტუაცია შეიცვლება. თუ კატალონიურ პრესას დავუჯერებთ, "ბარსელონა" ავსტრალიაში გაემგზავრება და რამდენიმე საჩვენებელ თამაშს ჩაატარებს. ცნობისთვის, კატალონიელებს ამ კონტინენტზე არასდროს უთამაშიათ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    MESSI SUAREZ NEYMAR JR
    სტუმარი [?]
    #2 30 ივლისი 2016 22:05
    0
    ერთხელ ითამაშეთ გორში რა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 30 ივლისი 2016 15:46
    0
    ერთხელ დინამოზეც ითამაშეთ ამხანაგური, ნაგვიან ქუჩებს და ნარმანიას ორმოებს დაგათვალიერებინებთ თან :-)