ორმაგი სტანდარტის ესპანეთის მთავრობაში

ორმაგი სტანდარტის ესპანეთის მთავრობაში

როგორც ჩანს, ესპანეთის მთავრობაში, “ბარსელონასა” და “რეალის” ვარსკვლავების, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს მიმართ განსხვავებული დამოკიდებულებები აქვთ. ეს ქვეყნის იუსტიციის მინისტრის, რაფაელ კატალას კომენტარმაც დაადსტურა.

წარმოშობით მადრიდელი პოლიტიკოსი რომ “რეალის” გულშემატკივარი იყოს, ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ ასეთ მაღალ თანამდებობის პირს ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობა არ შეეფერება.

და რაში გამოიხატება ორმაგი სტანდარტი?

როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლეო მესის გადასახადების დამალვაში ედებოდა ბრალი, “ბარსელონამ” არგენტინელის მხარდამჭერი კამპანია დაიწყო, სახელწოდებით #WeAreAllLionelMessi. კატალამ, ამის გამო, კატალონიური კლუბი გააკრიტიკა. მან შემდეგი განაცხადა: “მე არ ვარ მესი! მე საგადასახადო დანაშაული არ ჩამიდენია და ვფიქრობ, ამავე პოზიციაზეა ბევრი კატალონიელი და “ბარსელონას” გულშემატკივარი.”

ამ კომენტარიდან ჩანს, რომ კატალას მესის მიერ გადასახადების დამალვაში ეჭვი ჯერ კიდევ მანამ არ ეპარებოდა, სანამ სასამართლო გაიმართებოდა და არგენტინელს ბრალი დაუმტკიცდებოდა.

ახლახანს, როდესაც იგივე ბრალდება უკვე კრიშტიანუ რონალდუს წაუყენეს, ესპანეთის იუსტიციის მინისტრმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: “მოდით, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. დავიცადოთ და ვნახოთ, მართლაც დაირღვა კანონი, თუ არა.”

როგორც ხედავთ, რონალდუს შემთხვევაში, მესისგან განსხვავებით, კატალა უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვას ითხოვს.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (9)

  • goutsaevi
    24 ივნ 2017, 20:30

    მარტო კატალას კომენტარებში რო იყოს საქმე რაღა უჭირთ blush

  • Givibarca
    24 ივნ 2017, 14:14

    Ver vitan asetebs

  • vegassi54
    24 ივნ 2017, 13:50

    ეხლა აქ ვინმემ არ მითხრას გამიკვირდაო.

  • .Gladiator.
    24 ივნ 2017, 00:46

    ოხ ეს წაკლა smile

  • theodore bagwell
    24 ივნ 2017, 00:22

    Axali ambavi

  • Gerip3
    24 ივნ 2017, 00:18

    ვერ ვხვდები რატო ერჩიან ესე ბარსელონას და მის მოთამაშეებს 🙂 მერე კიდე უკვირთ რატოუნდა კატალონიას გამოყოფა:) იასნია ენდომება ყოველ ფეხის ნაბიჯზე ყველა უსამართლობას აწყდება

  • lado-barca
    24 ივნ 2017, 00:15

    რონალდო დაიჭირონ ნეტა!

  • I.S.
    24 ივნ 2017, 00:05

    ავტორ სათაური შეასწორე

  • marko verratti
    23 ივნ 2017, 23:59

    ნაბიჭვარი მაგის დედა მიკატალე მე

    ციტატა: marko verratti
    ნაბიჭვარი მაგის დედა მიკატალე მე


    ესპანეთის თამაშს უყურებთ რომელიმე? დენისა მაგრა ყომარობს გოლიც შეაგდო და ნუ miყავს თამაში ძაან კარგად