ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 23 მარტი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 23 მარტი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 23 მარტს მოხდა.

თამაშები

23 მარტს “ბარსელონას” 14-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 10 მატჩი მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.

1902 წელი

მაკაიას თასის ფინალში “ბარსელონამ” “კატალა” 15-0 გაანადგურა და ისტორიაში პირველ ტიტულს დაეუფლა.

ტურნირზე ჩატარებული 8 თამაშიდან “ბარსამ” ყველა მოიგო, გაიტანა 60 და გაუშვა მხოლოდ 2 გოლი. საუკეთესო ბომბარდირები გამპერი (19) და სტეინბერგი (17) გახდნენ.

1929 წელი

ტომას როსესი “ბარსელონას” რიგით მე-17 პრეზიდენტი გახდა. მისი პრეზიდენტობის დროს გუნდმა კატალონიის ჩემპიონატი და ლა ლიგის პირველი გათამაშება მოიგო. თუმცა მომდევნო პრეზიდენტს, ჟოზეპ სუნიოლს მან დირექტორთა საბჭოს წინააღმდეგ ამხედრებული ფეხბურთელები დაახვედრა.

2003 წელი

“რასინგთან” ანგარიშით 6-1 მოგებულ შეხვედრაში პატრიკ კლუივერტმა ლა ლიგაში 150-ე თამაში ჩაატარა და თავი დუბლითაც გამოიჩინა. სტუმართა კარში დანარჩენი გოლები მარკ ოვერმარსმა (2), გაისკა მენდიეტამ და ხუან რომან რიკელმემ გაიტანეს.

2014 წელი

“სანტიაგო ბერნაბეუზე” ანგარიშით 4-3 მოგებულ შეხვედრაში ჰეთ თრიქის შესრულების წყალობით ლეო მესიელ კლასიკოს” ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (6)

  • nika 54
    25 მარ 2021, 18:10

    მაკაიას თასის ფინალში "ბარსელონამ" "კატალა" 15-0 გაანადგურა და ისტორიაში პირველ ტიტულს დაეუფლა.
    აი ესე უნდა მოიგო ტიტული.

  • Always cule
    23 მარ 2021, 17:35

    წლევანდელი კლასიკოც უნდა მოვიგოთ

  • ბასქუ10
    23 მარ 2021, 11:55

    აბა წელსაც გვინდა მსგავსი კლსიკო და მესის ჰეთთრიკი❤️

  • me da barca
    23 მარ 2021, 11:50

    ფილარმონიაში ვუყურე იმ თამაშს (3:4) და ვის და ვის ვეხუტებოდი ყოველი გოლის მერე არც კი ვიციი. იმხელა ადრენალინი იყო, რომ ვერც ავღწერ.

  • El pistolero 9
    23 მარ 2021, 11:21

    მახსოვს ის 4-3❤❤ისე რეალს ბერნაბეუზე უფრო კარგად ვეთამაშებით ვიდრე კამპ ნოუზე

  • Diana
    23 მარ 2021, 11:02

    მომავალ ელ კლასიკოშიც უნდა ვძლიოთ 💙❤💙❤💙