ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 11 ნოემბერი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 11 ნოემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 11 ნოემბერს მოხდა.

თამაშები

11 ნოემბერს “ბარსელონამ” 14 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 10 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.

1908 წელი

ხული მარიალმა პრეზიდენტის პოსტი დატოვა. მისი ვადის დროს კლუბმა წევრების მესამედი დაკარგა და მხოლოდ 38 წევრი შეინარჩუნა. გუნდს პრობლემები ჰქონდა როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. მისი ადგილი ვისენს რეიგმა დაიკავა, რომლის პრეზიდენტობაც თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში გაგრძელდა.

1911 წელი

დაარსდა კატალონიის ფეხბურთის ფედერაცია. მისი დამფუძნებელი წევრები “ბარსელონა”, “კატალა”, “ისპანია” და “ესპანიოლი” იყვნენ.

1951 წელი

“ბარსელონა” “რეალ მადრიდთან” 1-5 განადგურდა.

1956 წელი

“ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” 1-0 დაამარცხა. გოლი ლუის სუარესმა გაიტანა.

1978 წელი

თასების მფლობელთა თასის 1/8 ფინალის პირველ მატჩში 0-3 წაგების შემდეგ “ბარსელონამ” “კამპ ნოუზე” ბელგიური “ანდერლეხტი” 3-0 დაამარცხა, რასაც თერთმეტმეტრიანების სერიაში გამარჯვება მოაყოლა. გოლები კრანკლმა, ერედიამ და სუვირიამ გაიტანეს.

2001 წელი

კარლეს პუიოლმა “ბარსელონაში” სადებიუტო გოლი გაიტანა. ეს “ვალიადოლიდთან” 4-0 მოგებულ შეხვედრაში მოხდა. დანარჩენი გოლები სავიოლამ (2) და კლუივერტმა გაიტანეს.

2012 წელი

“მალიორკასთან” 4-2 მოგებულ შეხვედრაში ლიონელ მესიმ კალენდარულ წელში თავისი 75-ე და 76-ე გოლები გაიტანა, რითაც პელეს მიღწევა გააუმჯობესა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (1)

  • nika 54
    11 ნოე 2021, 19:17

    11 ნოემბერს "ბარსელონამ" 11 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 10 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.
    საკაიფო მათემატიკაა.