8 ფეხბურთელი განაცხადს მიღმა

  • 20-05-2011, 17:06
  • 8 ფეხბურთელი განაცხადს მიღმა

    "მალაგასთან" მატჩის განაცხადი ცნობილია. განაცხადს მიღმა დარჩნენ ვალდესი, მესი, ჩავი, ინიესტა, ვილია, პიკე და პუიოლი. ტრავმირებული გაბრიელ მილიტოც გამოტოვებს ამ შეხვედრას.

     

    ფეხბურთელები არ დაისვენებენ და შაბათს, თბილისის დროით 13 საათზე, ისინი დახურულ კარს მიღმა ივარჯიშებენ "სიუდად ესპორტივაზე". არგენტინელი ლეგიონერი, გაბრიელ მილიტო, რომელიც ცდილობდა, რომ დაბრუნებოდა კარგ ფიზიკურ კონდიციებს, განაცხადს მიღმა დარჩა, იგი სრულად ვერ განიკურნა მიღებული ტრავმისგან.

     

    პუიოლი და მილიტო

     

    კარლეს პუიოლი და გაბრიელ მილიტო ინდივიდუალურად ვარჯიშობდნენ ფორმის აღსადგენად. შემდეგ შეუერთდნენ მთავარ გუნდს და შესვენებებით ვარჯიშობდნენ. პარასკევის სესიას ასევე შეუერთდნენ კანტერანოები: მარკ ბარტრა, სერხი რობერტო, ჯონათან დოს სანტოსი, ტიაგო ალკანტარა და მეკარე ოიერი.

     

    ადრიანო და ალვეში ბრაზილიაში

     

    ადრიანო და ალვეშიც ვარჯიშობდნენ პარასკევს, მას შემდეგ, რაც ისინი გამოიძახეს ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში. "პენტაკამპეონები" 4 და 7 ივნისს გამართავენ მატჩევს ჰოლანდიისა და რუმინეთის ეროვნული ნაკრებების წინააღმდეგ. ვარჯიშს თვალს ადევნებდა მარკ ვასკესი.

     

    განაცხადი

     

    მეკარეები: პინტო, ოიერი

    მცველები: ალვეში, ადრიანო, მაქსველი, ბარტრა, ფონტასი, აბიდალი

    ნახევარმცველები: ბუსკეტსი, ტიაგო, აფელაი, მასკერანო, კეიტა, დოს სანტოსი, სერხი რობერტო

    თავდამსხმელები: ხეფრენი, ბოიანი, პედრო

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    თეგები: მესი
    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV