კატალონიის “ბარსელონა” აპირებს ისეთი ფორვარდის შეძენას, რომელიც მომდევნო სეზონში ძირითადი შემადგენლობის წევრთა კარგი შემცვლელი იქნება, ხოლო მომავალში – ერთ-ერთი ლიდერი.
Don Balon იტყობინება, რომ მოცემულ მომენტში ესპანეთის მოქმედი ჩემპიონის ინტერესთა სფეროში შედიან უსმან დემბელე (“ბორუსია”), კილიან მბაპე (“მონაკო”) და ვინისიუსი (“ფლამენგო”).
თავის მხრივ, მიმდინარე სეზონის ბოლოს “ბარსელონას” დატოვებს პაკო ალკასერი, რომელმაც გუნდში ადაპტაცია ვერ გაიარა.