workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
“ბარსელონასა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდები 2 მატჩს ჩაატარებენ

“ბარსელონასა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდები 2 მატჩს ჩაატარებენ

30 ივნისს, “კამპ ნოუზე”, “ბარსელონასა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ფეხბურთელების მონაწილეობით, ამხანაგური მატჩი შედგება, იტყობინება კატალონიური კლუბის ოფიციალური საიტი.

მატჩი საქველმოქმედო იქნება და მისგან შემოსული თანხა “ბარსელონას” ფონდში ჩაირიცხება. ამავდროულად, ეს “ბარსელონას” ვეტერანებისთვის პირველი მატჩი იქნება, რომელსაც “კამპ ნოუზე” ჩაატარებენ. გარდა ამისა, ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრაც შედგება, 2 სექტემბერს, “ოლდ ტრაფორდზე”.

მატჩის ბილეთების ღირებულება 10-დან 21 ევრომდე იქნება.

“ბარსელონას” ლეგენდების გუნდის დებიუტი 1 აპრილს, კერეტაროში (მექსიკა), მექსიკის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელების წინააღმდეგ შედგა. კატალონიური გუნდის შემადგენლობაში ისეთი ფეხბურთელები არიან, როგორებიცაა ვიქტორ ბაია, ხრისტო სტოიჩკოვი, გეორგე პოპესკუ, რონალდ დე ბური და გაისკა მენდიეტა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward