მადრიდულმა გამოცემამ, AS-მა შეადგინა იმ 5 ფეხბურთელის სია, რომელმაც გამოცემის აზრით “ოქროს ბურთი” დაუმსახურებლად მოიგო.
სიაში მოხვდნენ ანდრეი შევჩენკო, მატიას ზამერი, მაიკლ ოუენი, ფაბიო კანავარო და “ბარსელონას” ლეგენდა, ლიონელ მესი. გამოცემის აზრით 2010 წელს არგენტინელს ეს პრიზი დაუმსახურებლად გადაეცა.
სწორედ 2010 წელს, ანდრეს ინიესტასა და ჩავი ერნანდესის დამსახურებით ესპანეთის ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ხოლო “ინტერმა” უესლი სნეიდერისა და სხვა მოთამაშეების მიერ გაწეული შრომის წყალობით, ჩემპიონთა ლიგა მოიგო.