მესი: "მოხარული ვარ, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე მე-100 მატჩი ჩავატარე"

მესი: "მოხარული ვარ, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე მე-100 მატჩი ჩავატარე"

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა, სადაც "ბარსელონას" "რომამ" უმანსპინძლა, საიუბილეო აღმოჩნდა კლუბის არგენტინელი ფორვარდისთვის, ლიონელ მესისთვის. ლეო აღნიშნულ ფაქტს სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

"ძალიან მოხარული ვარ, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე მე-100 მატჩი ჩავატარე მსოფლიოში საუკეთესო კლუბთან ერთად.

ბევრი საღამო დარჩა ჩემს მეხსიერებაში, წინ კიდევ ბევრი ჯადოსნური საღამო გველოდება." - დაწერა ლეომ საკუთარ Facebook-ზე.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.