ლეო მესი მორიგი მიღწევის ზღვარზე

"რომასა" და "ბარსელონას" შორის გასამართი დღევანდელი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრა განსაკუთრებული იქნება კატალონიური კლუბის ვარსკვლავისთვის, ლიონელ მესისთვის, რადგან ის ამ ტურნირზე მე-100 მატჩს ჩაატარებს.
28 წლის თავდამსხმელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში გახდება ყველაზე ახალგაზრდა თავდამსხმელი, რომელიც 100-მატჩიან ნიშნულს მაიღწევს.
მესის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე 2004 წელს შემდგა. ამის შემდეგ მან ლიგაზე 11-ჯერ მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე 99 მატჩი, 77 გოლი და 22 საგოლე გადაცემა. ლეოს ლიგა 4-ჯერ მოუგია.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]