მესი: "იმედი მაქვს, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშს კიდევ დიდხას შევძლებ"

  • 22-06-2015, 12:48
  • მესი: "იმედი მაქვს, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშს კიდევ დიდხას შევძლებ"

    არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" ფორვარდმა ლიონელ მესიმ იამაიკასთან შეხვედრაში ნაკრებში მეასე მატჩი ჩაატარა, აღნიშნულ ფაქტს Facebook-ით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს მისთვის ძალიან სასიხარულოა.

    "ბავშვობიდან ვოცნებობდი მეთამაშა არგენტინის ეროვნულ ნაკრებში. გუშინ მე მოვახერხე და მეასე მატჩი ჩავატარე, ამ მიღწევით ძალიან კმაყოფილი ვარ. მე ყველაზე მეტად მოტივირებული არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ვარ. როდესაც ნაკრების მაისური მაცვია დიდ სიამაყეს ვგრძნობ. იმედი მაქვს, რომ კიდევ დიდხას შევძლებ თამაშს. ახლა დროა, რომ გავიმარჯვოთ. წინ არგენტინა!" - დაწერა მესიმ Facebook-ზე.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV