"რომა" ადრიანოს 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობს

"რომა" ადრიანოს 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობს

"რომა" აგრძელებს მოლაპარაკებებს "ბარსელონას" მარცხენა მცველის, ადრიანო კორეიას ტრანსფერზე. ესპანური Sport-ის ინფორმაციით, იტალიური კლუბმა 30 წლის ბრაზილიელს 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა.

ადრიანოს მიმდინარე კონტრაქტი "ბარსელონასთან" მომავალ წელს ეწურება. ცნობილია, რომ ფეხბურთელი კატალონიურ კლუბს ზამთრამდე ვერ დატოვებს, თუმცა მისი აგენტი ბრაზილიელის იტალიაში გადასვლაზე კლუბთან შეთანხმების მიღწევის იმედს არ კარგავს და დღეს "ბარსელონას" ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს გამართავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.