"ბარსელონა" ადრიანოს ახალ კონტრაქტს უმზადებს

"ბარსელონა" ადრიანოს ახალ კონტრაქტს უმზადებს

კატალონიის "ბარსელონას" 28 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ადრიანო კორეია კატალონიურ კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ადრიანოს მიმდინარე ხელშეკრულება 2014 წლის ზაფხულში იწურება, ფეხბურთელის თქმით კი მისი აგენტი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს კლუბთან გახანგრძლივების თაობაზე. 

"უკანასკნელ პერიოდში მე დიდად არ ჩავრეულვარ მოლაპარაკებების პროცესსში. რადგან კონცენტრირებული ვიყავი ფეხბურთზე და ჩვენს მატჩებზე ჩემპიონთა ლიგაზე. მე ვიცი, რომ კლუბს სურს იდეალური გამოსავალი იპოვოს ყველა სიტუაციაში. მე "ბარსელონაში" დარჩნა მსურს. ჩვენ ხელშეკრულებასთან ახლოს ვართ, რომელიც შესაძლოა უახლოეს დღეში გამოცხადდეს." - განაცხადა ფეხბურთელმა. 

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონაში" ადრიანო 2010 წელს გადავიდა, მისმა ყოფილმა კლუბმა "სევილიამ" კი ტრანსფერში დაახლოებით 10 მილიონი ევრო მიიღო. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.