პიკე: "დიდებული გუნდი გვყვავს"

პიკე: "დიდებული გუნდი გვყვავს"

"ბარსელონას" ცენტრალური მცველი ხერარდ პიკე ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბარსას" და "იუვეს" დაპირისპირებაზე საუბრობს.

"გულშემატკივრების მხარდაჭერას ვგრძნობთ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანმა ვერ შეძლო შეხვედრის ბილეთების ყიდვა, გვინდა, რომ მათ ჩვენთვის თავგანწირვა დავუფასოთ.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფინალია. მთელი სეზონი ვმუშაობდით იმისათვის, რათა აქ აღმოვჩენილიყავით. ახლა ტიტულის მოგება გვინდა.

ჩვენ გვყვავს მესი, სუარესი, ნეიმარი და ინიესტა, დიდებული გუნდი - ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო.

შესაძლოა, სეზონის დასაწყისში საუკეთესო ფორმაში ატ ვიყავით, თუმცა სიტუაციის გამოსწორება შევძელით, დავიწყეთ მოგებები და განვაგრძეთ იმავე შემართებით. ხვალ გვექნება შანსი, მთელ მსოფლიოს ვაჩენოთ, რა შეგვიძლია. ამის გაკეთება გვინდა."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.