ფაუსი: "მესი მართალი იყო - მე ფეხბურთში არ ვერკვევი"

ფაუსი: "მესი მართალი იყო - მე ფეხბურთში არ ვერკვევი"

კატალონიის "ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტმა ხავიერ ფაუსმა პრესასთან ინტერვიუში საინტერესო განცხადება გააკეთა, ფაუსმა ლიონელ მესისთან პოლემიკა გაიხსენა. შეგახსენებთ, რომ 2013 წლის დეკემბერში ფაუსს მესისთან დავა ჰქონდა, რომლის მიზეზი ახალი კონტრაქტი და ფეხბურთელის მოთხოვნები იყო, თუმცა კლუბმა არგენტინელს ახალი ხელშეკრულება მაინც გაუფორმა. 

"მესი მართალი იყო, მე ფეხბურთში არ ვერკვევი. ჩვენს შორის უთანხმოებას ჰქონდა ადგილი, მაგრამ ლიონელთან და მამამისთან ერთად ეს საკითხი საბოლოოდ მოვაგვარეთ. კლუბი ეხმარება მესის ბაზარზე საკუთარი ფასის მომატებაში, მოთამაშე კი "ბარსელონას" ეხმარება ბრენდის განვითარებაში." - განაცხადა, ფაუსმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.