"ბარსელონა" მესის ახალ კონტრაქტს არ შესთავაზებს

"ბარსელონა" მესის ახალ კონტრაქტს არ შესთავაზებს

კატალონიის "ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტმა ხავიერ ფაუსმა მესის კონტრაქტზე ისაუბრა. 

"არ მესმის რატომ სურს ხალხს, რომ ლიონელ მესის ახალი კონტრაქტი შევთავაზოთ. ჩვენ მას ყოველ 6 თვეში ერთხელ ახალ კონტრაქტს ვერ გავუმზადებთ. თუმცა ამის შესახებ თქვენ სპორტულ დირექტორს ანდონი სუბისარეტას უნდა გაესაუბროთ."

"მესის გაყიდვა? ამის შანსი ნულის ტოლია. რატომ უნდა გავყიდოთ მესი, როდესაც მას კლუბში დარჩენა სურს, ჩვენ კი მისი თამაში ძალიან მოგვწონს?" - დაასრულა ფაუსმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.