"ბარსელონა"-"სოსიედადი": ლუის ენრიკე მატჩის შემდეგ

"ბარსელონა"-"სოსიედადი": ლუის ენრიკე მატჩის შემდეგ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, "რეალ სოსიედადის" დამარცხების (2:0) შემდეგ, კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ პედრომ ბრწყინვალე გოლი გაიტანა.

"ჩვენ გვაქვს გეგმა და ვიცით, როგორ მოვიყვანოთ სისრულეში ის. ამისთვის ყველას დახმარება გვჭირდება.

ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა. პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ და შევქმენით შანსები. შეხვედრის მეორე ნახევარი ინტენსიური იყო, გავზარდეთ სხვაობა და მოვიგეთ.

კარგად ვითამაშეთ მატჩში, რომელშიც მეტოქე კარგად იცავდა თავს. სრულყოფილი თამაში ჩავატარეთ. ფიზიკურად გუნდი კარგადაა მზად, თუმცა რაღაც ცვლილებები შევიტანე.

ესპანეთის ჩემპიონატის 36 მატჩში სულ 19 გოლი გავუშვით? ფეხბურთელებმა იციან, რომ დაცვაში თამაში მთავარია. დაცვის საუკეთესო შესაძლებლობა მეტოქის ნახევარზე ბურთის კონტროლია.

პედროზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია. ის მაღალი კლასის ფეხბურთელია. ის, თამაშობს თუ არა, ყოველთვის ეხმარება გუნს. ის დამსახურებულზე ნაკლებს თამაშობს. მისი სიტუაცია რთულია, მაგრამ მოხარული ვარ, რომ ასეთი ფეხბურთელი გვყვავს.

პედროს გოლი ფენომენალური იყო. მე მინახავს მსგავსი გოლი ვარჯიშებზე მისი შესრულებით".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 38 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.