"ვალენსია"-"ბარსელონა". ლუის ენრიკე მატჩის შემდეგ

"ვალენსია"-"ბარსელონა". ლუის ენრიკე მატჩის შემდეგ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ, "ვალენსიასთან" გამართული ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურის მატჩის შემდეგ, პრეს-კონფერენცია ჩაატარა, სადაც ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა.

"მე ვამაყობ გუნდით, ვამაყობ მისით სეზონის დასაწყისიდან. ჩვენ რთული მეტოქის წინააღმდეგ ვითამაშეთ. საგოლე მომენტები გვქონდა და კარგად ვითამაშეთ."

მწვრთნელი თვლის, რომ გუნდმა ძალიან სერიოზული მატჩი ჩაატარა: "რამდენიმე უზუსტობა იყო, მაგრამ კარგად ვითამაშეთ. გუნდმა ბოლომდე ბრძოლა და მოგება შეძლო. გარდა ამისა, ჩვენ ვაკონტროლებდით თამაშს და მივყევით ჩვენს სტრატეგიას. თუმცა, კიდევ უნდა გავუმჯობესდეთ, როგორც ყველა გუნდი, რომლებიც ჩემპიონატში გამოდიან. სწორი გზით მივდივართ."

"ვალენსიასთან" მატჩში ერთად ითამაშეს ბუსკეტსმა და მასკერანომ. ტაქტიკურ სიახლეებზე მწვრთნელმა თქვა: "ბუსკეტსითა და მასკერანოთი ნახევარდაცვაში თამაშით, "ვალენსიას" კონტრშეტევების თავიდან აცილების მიზნით, ბურთის ხანგრძლივ გაკონტროლებას შევეცადეთ. მომწონს თითოეული მატჩისთვის საუკეთესო ფეხბურთელების არჩევის ტენდენცია."

"ჩვენ შევქმენით სამი ძალიან სახიფათო საგოლე მომენტი, მაგრამ მოგება 93-ე წუთზე - ეს შესანიშნავი შეგრძნებაა." - აცხადებს ასტურიელი.

ლუის ენრიკე შეეხო როტაციის საკითხსაც: "დარწმუნებული ვარ, სეზონის დასასრულამდე მიღწევის საუკეთესო საშუალება გუნდური თამაში და ფეხბურთელთა მაქსიმალური რაოდენობის კარგად გამოყენებაა. მე ყოველთვის ვაკეთებდი ამას, "ბარსაში" კი, ჯერჯერობით, ეს კარგად მიმდინარეობს."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 42 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.