ბერნატი: "მესის გაჩერება თითქმის შეუძლებელია"

ბერნატი: "მესის გაჩერება თითქმის შეუძლებელია"

მიუნხენის "ბაიერნის" ესპანელი მცველი ხუან ბერნატი ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში "ბარსელონასთან" დაპირისპირებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მესის გაჩერება თითქმის შეუძლებელია.

"მესის გაჩერება თითქმის შეუძლებელია. თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ სხვა შესანიშნავი ფეხბურთელები, რომლებიც "ბარსელონას" ჰყავს.

კატალონიელების დასამარცხებლად ყველა პოზიციაზე კარგად უნდა ვითამაშოთ. შესანიშნავ დაპირისპირებას ველით, რომელიც ძალიან რთული იქნება".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 15 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.