ალეგრი: "მესის შეჩერება თითქმის შეუძლებელია"

ალეგრი: "მესის შეჩერება თითქმის შეუძლებელია"

"იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი ლეო მესიზე საუბრობს. ტურინელთა დამრიგებლის თქმით, არგენტინელის შეჩერება თითქმის შეუძლებელია.

"მესის შეჩერება თითქმის შეუძლებელია. მის წინააღმდეგ თამაშის დროს პოზიცია სწორად უნდა შეარჩიო.

ვიცით, რომ ფინალში კარგი მონაკვეთები გვექნება. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და პანიკაში არ ჩავვარდეთ. ეს სეზონი კლუბის ისტორიაში შევა. სამივე ტურნირზე მთელ გზას ხშირად არ გავდივართ.

ფინალამდე 5 დღით ადრე, ჩვენს ბანაკში, შესანიშნავი ატმოსფეროა. ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ეს სეზონი კიდევ უფრო განსაკუთრებულად ვაქციოთ."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.