ის ნომრები, რომლის არჩევაც პაკო ალკასერს “ბლაუგრანაში” გადმოსვლის შემდეგ შეუძლია

ის ნომრები, რომლის არჩევაც პაკო ალკასერს “ბლაუგრანაში” გადმოსვლის შემდეგ შეუძლია

როგორც ცნობილია, პაკო ალკასერის “ბარსელონაში” გადასვლა გადაწყვეტილია და ტრანსფერის გაოფიციალურებამდე კლუბების მიერ მისი დადასტურებაღაა დარჩენილი. განვიხილოთ ის ნომრები, რომლის მორგებაც ალკასერს შეუძლია საკუთარ მაისურზე.

23 წლის თავდამსხმელს ექნება შესაძლებლობა, აირჩიოს შემდეგი ნომრებიდან ერთ-ერთი: 2, 15, 16, 17. მისი პოზიციდაან გამომდინარე, ყველაზე დიდი ალბათობით, ალკასერი ბოლო სამ ნომერს შორის გააკეთებს არჩევანს.

დუგლას პერეირა იყო “ბარსელონას” უკანასკნელი ფეხბურთელი, რომელიც 2 ნომრიან მაისურს ატარებდა. 15 ნომრიანი მაისური წინა სეზონში, არავის მფლობელობაში არ იყო. 16 ნომრიანი მაისური გათავისუფლდა სამპერის “გრანადაში” გადასვლის შემდეგ, ხოლო 17 ნომრიანი მაისური, მუნირის “ვალენსიაში” გადასვლის შემდეგ გახდება თავისუფალი.

რადგანაც გუნდში ნომრის არჩევა, პირველად 1995/96 სეზონში შემოიტანეს ფეხბურთში, ჩამოგითვლით იმ მოთამაშეებს, რომლებსაც ამ ნომრიანი მაისურები, ამ სეზონის შემდეგ აქვთ მორგებული.

2 ნომრიანი მაისური:

ფერერი (1995-98), რაიციგერი (1998-04), ბელეტი (2004-07), კასერესი (2008/09), დანი ალვესი (2009-13), მონტოია (2013-15), დუგლასი (2015-16).

15 ნომრიანი მაისური

ბლანი (1996-97), დუგარი (1997-98), კოკუ (1998-99), ლიტმანენი (2000-01), მარსელო (2000-01), როშემბაკი (2001-03), ედმილსონი (2004-08), კეიტა (2008-12), ბარტრა (2012-16).

16 ნომრიანი მაისური

ოსკარი (1995-97), კირიკი (1997-99), ჩავი (2000-01), მარიო (2003-04), სილვინიო (2004-10), ბუსკეტსი (2009-14), დუგლასი (2014-15), სანდრო (2015-16).

17 ნომრიანი მაისური

ამუნიკე (1996-97), სელადესი (1997-98 მხოლოდ ევროპაში), ბოგარდი (1997-98 მხოლოდ ლიგაში და 1998-90-ში), პეტი (2000-01), კრისტანვალი (2001-02), მენდიეტა (2000-03), ლარსონი (2004-05), ვან ბომელი (2005-07), ჯოვანი დოს სანტოსი (2007-08), პედრო (2009-13), სონგი (2013-14), მუნირი (2015-16).

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია