workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:00

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
2 - 0
ბილბაო ლოგო

ბილბაო

arrow_forward მატჩ-ცენტრი
რაფინია 37'sports_soccer ფერმინი 82'sports_soccer
ოსკარი: ბარსელონას სურდა, რომ 6 თვე უფასოდ მეთამაშა

ოსკარი: ბარსელონას სურდა, რომ 6 თვე უფასოდ მეთამაშა

bolt მოკლედ
ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ოსკარმა გაამხილა, რომ 2022 წელს "ბარსელონაში" ტრანსფერთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა გარიგება სამუელ უმტიტის გუნდში დარჩენის გამო ჩაიშალა.

ოსკარის კარიერას შესაძლოა სრულიად სხვა მიმართულება მიეღო. “ჩელსიში” ყოფნის საუკეთესო პერიოდში, როდესაც ის ევროპული ფეხბურთის ელიტაში მკვიდრდებოდა, ბრაზილიელმა ჩინეთში გადასვლა გადაწყვიტა. კერძოდ, “შანხაი პორტში”, სადაც 9 სეზონი გაატარა და კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ლეგენდად იქცა. იქ, თავად ბრაზილიელი ფეხბურთელის თქმით, მან დიდი ქონება დააგროვა:

“როდესაც ჩინეთიდან შეთავაზება მივიღე და ხელფასი ვნახე, ორი დღე ვერ ვიძინებდი. მეუღლემ მითხრა: ‘შეიძლება ხვალ “ჩელსიში” თამაშისას ფეხი მოიტეხო”. ჩვენ ბრაზილიიდან ვართ და დიდი ოჯახი გვაქვს… ამიტომ დავთანხმდი.”

ჩაშლილი ტრანსფერი და უმტიტის ფაქტორი

ეს განცხადებები მან “ჩელსის” ყოფილი ფეხბურთელის, ჯონ ობი მიკელის პოდკასტში (The Obi One) გააკეთა. საუბრისას ოსკარმა გაამხილა, რომ 2022 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას “ბარსელონაში” გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო:

“როდესაც ‘ბარსელონა”‘ ფინანსურ პრობლემებს განიცდიდა, მათ ჩინეთიდან ჩემი დამატება სურდათ იმ პირობით, რომ 6 თვის განმავლობაში უფასოდ ვითამაშებდი.”

ბრაზილიელმა ასევე ახსნა, თუ რატომ არ შედგა ტრანსფერი საბოლოოდ:

“შეთანხმება ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ეს უმტიტის წასვლაზე იყო დამოკიდებული… მათ კი მისთვის კლუბი დროულად ვერ მოძებნეს.”

ამრიგად, ოსკარმა გაამხილა, რომ მისი “ბარსელონაში” გადასვლა იმის გამო ჩაიშალა, რომ კლუბმა სამუელ უმტიტის გაშვება ვერ მოახერხა. ოპერაცია დაახლოებით იმავე ფორმულით უნდა განხორციელებულიყო, რითაც რამდენიმე თვით ადრე კატალონიურ კლუბში დანი ალვესი დაბრუნდა, თუმცა საბოლოოდ ბრაზილიელმა 2021/22 წლების სეზონში “ბარსელონას” მაისური ვერ მოირგო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 15 ივლ 2026, 03:24
    #8

    არადა რამაგარი ფეხბურთელი იყო

  • Don_Andresito
    Don_Andresitostar ლეგენდა
    schedule 14 ივლ 2026, 12:50
    #5

    ჩელსიში 10 ექნებოდა, იქ 50. დაიკიდა ფეხბურთი და გახდა მილიარდელი. ზოგისთვის ფეხბურთია მთავარი ზოგისთვის ფული და კეთილდღეობა. მაგრად მიტყდება ჩინეთებში და საუდის არაბეთებში რო მიდიან 33 წელს ქვემოთ ფეხბურთელები, ვეიგა, ტრინკაო აგერ კიდე, მარა რას იზამ.

  • Moriarti
    Moriartiflag გულშემატკივარი
    schedule 13 ივლ 2026, 21:49
    #4

    გეგონება ჩელსიში ხურდაზე თამაშობდა. ბარემ თქვი რო ფული მიყვარსო. დარწმულებული ვარ ლომდონში სეზონში 10ლიმონი მაინც ექნებოდა

  • Rivaldo80
    Rivaldo80shield ვეტერანი
    schedule 13 ივლ 2026, 21:32
    #3

    უდიდესი ტალანტი იყო უნიკალური სტილის პატრონი მაგრამ რათ გინდა

  • GiorgiM4
    GiorgiM4eco ახალბედა
    schedule 13 ივლ 2026, 20:56
    #2

    ეს მაგარი გამართლება იციან ხოლმე, დიდი ოჯახიო და ა.შ. ცოლსაც საყვარლად გადააბრალა ცოტა :დ ან რა ფეხი მოიტეხოო, ჩინეთში არ შეიძლება მოიტეხოო? ან რომც მოიტეხო ხოარ მოგაჭრიან მაგ დედა მ… ?! ან რომც მოგაჭრან, კონტრაქტი კონტრაქტია, ჩინეთშიც მიიღებ კონტრაქტით გათვალისწინებულ თანხას და ევროპაშიც.
    მარტო როცა ჩინეთში წავიდა იმ მომენტიდან რომ ვიანგარიშოთ დღემდე (ძველ ხელფასზე რომ დარჩენილიყო, ახალი გაუმჯობესებული კონტრაქტები რომ გამოვრიცხოთ) ევროპაში 80 მილიონამდე იშოვიდა სუფთა ხელფასს, და ჩინეთში სადღაც 210 მილიონი გამოუვიდა. რა ოჯახი გაქვს ეგეთი შე დედა მ___-ო რო ეგ თანხა არ გეყოს სულ შენ კისერზეც რომ იყვნენ? თან ეგ თანხა კიდე რამდენ თანხას მოგიტანდა…
    ბიჭო აი არ მესმის რაა, როცა არ გაქვს და უცებ დიდ თანხას შემოგთავაზებენ და ვერ უარყობ, ეს მესმის. მარა როცა უკვე ძალიან ბევრი გაქვს და უფრო მეტს შემოგთავაზებენ, მერე როგორღა ხამდენიან? რა მნიშვნელობა აქვს ადამიანს 200 მილიონი გექნება თუ 250, აი რას გიცვლის?

    • Lasha Mamuladze
      Lasha Mamuladzeflag გულშემატკივარი
      schedule 14 ივლ 2026, 16:02
      #6

      მაგ კითხვას რაც ბოლოში დასვი შენ თვითონ უპასუხებ ოღონდ ჯერ მოგიწევს 200 მილიონი იშოვო…ყველა უსაზღვროდ მდიდარი ეგრეა არა მარტო ოსკარი

      • nika 54
        nika 54star ლეგენდა
        schedule 14 ივლ 2026, 17:18
        #7

        მილიონერებს კი არა მილიარდელებს არ ყოფნით ფული და უფრო და უფრო მეტი უნდათ, მაგალითებიც ბლომადაა.

  • Cule cule
    Cule culeeco ახალბედა
    schedule 13 ივლ 2026, 20:17
    #1

    ტიპიური ბრაზილიელი ფულს დახამებული რა უნდოდა ახალგაზრდა კაცს ჩინეთში დაფრინავდა ჩელსიში და უდაოდ ძალიან მაგარი იყო მაგიტო არ მევასება არცეთი ბრაზილიეი ფეხბურთელი ფულის გამო გაცვლიან კარიერას მერე გავა დრო და ვითომ არ ნანობენ ისეთ ინტერვიუებს იძლევიან