კატალონიის “ბარსელონას” სუპერვარსკვლავი, ლიონელ მესი, უეფას მიერ დასახელებული იქნა წლის საუკეთესო გოლის ავტორად.
გოლი, რომელმაც ლიონელს მოუტანა ეს ტიტული, არის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, “რომას” წინააღმდეგ ულამაზესი დარტყმა, რომელმაც ვოიცეხ შჩესნი უშანსოდ დატოვა.
ეს მატჩი “რომას” წინააღმდეგ, გამანადგურებელი ანგარიშით, 6:1 დასრულდა, რითაც “ბარსელონამ” წინა სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 3 ქული მიიწერა ანგარიშზე.
ეს ინფორმაცია უეფას ტვიტერის ოფიციალურმა გვერდმა გვამცნო, რითაც გავიგეთ, რომ არგენტინელის გოლმა, გამარჯვება, 73 331 ხმით მოიპოვა და საერთო ხმების 34 პროცენტი მიიღო.
მეორე ადგილზე რიკარდინიოს მიერ, პორტუგალიის მაისურით გატანილი გოლი გავიდა ფუტსალის ჩემპიონატში.
მესამე ადგილი კი ევრო 2016-ზე, ქსერდან შაქირის ულამაზესმა გოლმა დაიკავა, რომელიც შვეიცარელმა ფეხბურთელმა, პოლონეთის კარში შეაგდო.
[media=//www.youtube.com/watch?v=EK_7-9nu9XA]
უმაგრესი კომბინაცია იყო
ულამაზესი დარტყმა კი არა ულამაზესი კომბინაცია! ზოგჯერ მგონია რომ ფეხბურთის აზრზე არ ხართ!

მართლა კაი გოლი იყო ეს ალვეში როგორ დაეფარა იქ ბურთს რატო წავიდა ის მასხარა ყოფილიყო ცოტა ხანი კიდე :(((
პიჩიჩი როგორ წაართვეს ეს რაღათ უნდა ეხა ;( სადღაც ბრაზილიაში გატანილი მაკრატელის გამო რომელსაც იბრა წელიწადში ათჯერ აკეთებს მესის აახიეს კოპას ფინალში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდის, ბილბაოს წინააღმდეგ გატანილი ულამაზესი გოლისთვის (10 წელიწადში ერთხელ რო არ გადის ისევ მესიმ თუ არ ქნა) მისაღები ჯილდო.
გოლი დიდი ვერაფერი მაგრამ პასები იყო მართლაც შესანიშნავი.
მართლაც მაგარი გოლია,ესეთი კომბინაციით არსენალს აქვს გატანი საკაიფო გოლი