წარმოგიდგენთ Barcamania.ge-სა და Fanz.ge-ს ერთობლივი ვიქტორინის მე-6 გათამაშების კითხვებს და შეგახსენებთ, რომ ვიქტორინის გამარჯვებულს Fanz.ge “ბარსელონას” მაისურით დააჯილდოებს.
ვიქტორინა ტარდება თვეში 2-ჯერ, ყოველ მე-2 ორშაბათს. თქვენ, ამ სიახლეში, ხედავთ 10 კითხვას. თითოეულ მათგანს მინიჭებული აქვს შესაბამისი ქულა.
პასუხები უნდა გამოგზავნოთ ამ ფორმის საშუალებით. სათაურში მიუთითეთ “ვიქტორინის პასუხები”, ტექსტში კი დაწერეთ თქვენი პასუხები. ყველა პასუხი უნდა იყოს დანომრილი კითხვების მიხედვით. პასუხების წერილში კითხვების გამეორება საჭირო არაა. კითხვის ნომერი და პასუხი საკმარისია. ყველა პასუხი უნდა გამოგზავნოთ ერთი შეტყობინებით. რამდენიმე შეტყობინების გამოგზავნის შემთხვევაში, მხედველობაში მივიღებთ მხოლოდ პირველ შეტყობინებას.
გამარჯვებული იქნება ის, ვინც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება იმას, ვინც პასუხები პირველმა გამოაგზავნა.
პასუხების მიღება შეწყდება ზუსტად 7 დღეში, 15 აგვისტოს, 12:00 საათზე. პასუხები და შედეგები ვებგვერდზე გამოქვეყნდება სამშაბათს.
ვიქტორინის გამარჯვებულს მომდევნო ტურში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვს.
კითხვები:
1. რომელ წელს დაიბადა ნეიმარი?
2. რომელი გუნდი ჰყავს “ბარსელონას” ყველაზე მეტჯერ დამარცხებული ჩემპიონთა ლიგის ფინალში?
3. რომელი გერმანელი ფეხბურთელის რეკორდი გააუმჯობესა ლეო მესიმ 2012 წელს, კალენდარული წლის განმავლობაში გატანილ გოლებში?
4. რომელი იყო ბოლო ტიტული, რომელიც იოჰან კრუიფმა “ბარსელონას” მწვრთნელობის დროს მოიგო?
5. რომელ გუნდს წვრთნიდა ბობი რობსონი “ბარსელონას” ჩაბარებამდე?
6. რომელ ტიტულს დაეუფლა “ბარსელონა” 1985 წლის 24 მარტს?
7. “ბარსელონას” რომელმა მეკარემ მოიგო სამორას ჯილდო 1984 წელს?
8. რამდენი ოფიციალური ტიტული მოიგო ანდონი სუბისარეტამ “ბარსელონაში” თამაშის დროს?
9. რომელმა გუნდებმა ითამაშეს მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატზე, “კამპ ნოუზე” გამართულ გახსნით მატჩში?
10. რამდენ მატჩში წვრთნიდა კარლოს რეშაკი “ბარსელონას” 2001-2002 წლებში?
რატომ Fanz.ge?
აღსანიშნავია, რომ Fanz.Ge ყოველთვის იცავდა პროდუქციის მაღალ სტანდარტებს და ცდილობდა მომხმარებლისთვის ყველაზე იაფად შეეთავაზებინა საყვარელი გუნდების არამხოლოდ მაისურები, არამედ პოლოები, კეპები და გუნდის სხვა ეკიპირება. მომავალში იგეგმება გათამაშდეს ასაწყობი კამპ ნოუ Puzzle, ბარსელონას ჟაკეტები და ჩვენი საყვარელი გუნდის სხვა ეკიპირება, რომელთა ყიდვაც ამჟამად ასევე შესაძლებელია Fanz.Ge-ზე.
დაინტერესდი?
