workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟოან გარსია 2025/26 წლების სეზონის სამორას ჯილდოს მფლობელია

ჟოან გარსია 2025/26 წლების სეზონის სამორას ჯილდოს მფლობელია

ოფიციალურად დადასტურდა: “ბარსელონას” კარის დარაჯი, ჟოან გარსია ესპანეთის ლა ლიგის 2025/26 წლების სეზონის საუკეთესო მეკარედ დასახელდა და პრესტიჟული სამორას ჯილდო მოიპოვა.

ახალგაზრდა ესპანელმა სადებიუტო სეზონი კატალონიურ კლუბში ბრწყინვალედ ჩაატარა და გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ჩემპიონატის განმავლობაში გარსიამ 30 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 21 გოლი გაუშვა, რაც ლიგაში საუკეთესო კოეფიციენტია.

მისი ინდივიდუალური მაჩვენებლები კიდევ უფრო შთამბეჭდავია: ჟოან გარსიას აქტივში 75 წარმატებული სეივია, 15 შეხვედრაში კი მან კარის მშრალად შენახვა მოახერხა. აღნიშნული შედეგებით მან ესპანეთის ჩემპიონატში ყველა კონკურენტი ჩამოიტოვა და დამსახურებული ინდივიდუალური აღიარებაც მოიპოვა.

ჟოან გარსია “ბარსელონას” მე-12 მეკარე გახდა, რომელმაც ეს ჯილდო მოიგო. ამ მაჩვენებლით “ბლაუგრანა” “რეალ მადრიდს” გაუთანაბრდა. კატალონიური კლუბის მეკარეებს სამორას ჯილდო სულ 22-ჯერ მოუგიათ, რაც რეკორდია. მეორე ადგილზე მყოფი “რეალ მადრიდის” შედეგი 18 მოგებაა.

“ბარსელონას” მეკარეები, რომლებსაც სამორას ჯილდო მოუგიათ: ხუან ველასკო, ანტონი რამელიეტსი (5 ჯილდო), ხოსე მანუელ პესუდო, სალვადორ სადურნი (3 ჯილდო), მიგელ რეინა, პედრო მარია არტოლა, ხავიერ ურუტიკოეჩეა, ანდონი სუბისარეტა, ვიქტორ ვალდესი (5 ჯილდო), კლაუდიო ბრავო, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ჟოან გარსია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 25 მაი 2026, 14:07

    კურტუას რატო არ მისცეს, მსოფლიოს საუკეთესო მეკარეს(ჰალა მადრიდის რეიტინგით)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 24 მაი 2026, 22:31

    ძალიან მაგარი მეკარე გვყვავს

  • Barca for life
    Barca for life ვეტერანი
    schedule 24 მაი 2026, 12:44

    ჯამში ეს სეზონი რომ შევაფასო, ჩემთვის ჩავარდნაა..
    მესმის რომ ლალიგა და სუპერთასი მოვიგეთ, მაგრამ ამ დაქცეულ რეალს რომ მოვუგეთ არც მიკვირს..
    დალშე დიდი თამაშების უმრავლესობა წავაგეთ, ფეხბურთელები ხშირად ტრავმიანობდნენ, 100ქულიანი ლალიგა ვერ დავდეთ, სტაბილური და ძლიერი გუნდი არ ვყოფილვართ, მაქსიმუმ მხოლოდ კამპნოუზე, თუმცა მანდაც სადაც დაგვჭირდა ატლეტიკომ კარგად ამოგვისვა და ჩლდან გამოგვაჯმეინეს.
    დაცვა კატასტროფა გვყავდა, შეტევა კიდევ უფრო კატასტროფა..
    Casual-ები ძირითადად ცენტრალურ მცველში ხედავენ პრობლემას, რეალურად კი ფულბექები და შემტევები გვყავს გამოსაცვლელი.
    ბოლო ცნობებით ფლიკს რაშფორდის შენარჩუნება ნდომებია და მე პირადად ლოგიკას ვერ ვხედავ იმ ტიპის დატოვებაში, რომელსაც ყველაზე მნიშვნელოვან დროს ვერ ენდობი მაშინაც კი როცა შენი მთავარი ვინგერი ალეწილია და მეორე ოფშენად ეს ტიპი გყავს, მაგრამ ამ ტიპის დაყენებას დაჟე შენი cam ის ვინგზე გადმოწევას ამჯობინებ ეს იმდენად ცუდია..
    აი ვუყურებ ლევანას, რაშფორდს, ტორესს და არაფრის იმედი არ მაქვს.. ხალხს კიდევ გონია რომ 1 სტრაიკერი მოაგვარებს ამხელა პრობლემას..
    ნუ დავედრებით პსჟ-ს ან ბავარიას..
    რეალურად ძალიან ახალგაზრდა გუნდი გვყავს, რომელსაც წლები ჭირდება ჩამოსაყალიბებლად და წელიწადში 1 ტრანსფერით ამ წლების რაოდენობაც პარალელურად იზრდება..
    ასევე სამწუხაროდ ფლიკის მიმართაც ვკარგავ ნდობას, რადგან ეს ოჯახური გარემო და ამბები მესმის, მაგრამ აშკარად უ*ვეროა იმისათვის რომ ამ მენეჯმენტს კარგად შემოარტყას და ტრანსფერები მოთხოვოს, ასევე უ*ვეროა იმისათვის რომ გუნდს სხვა ტაქტიკაც დაამუშავებინოს..
    ჩემი აზრით 1 წელიც უნდა შევხედოთ, ვნახოთ ამ ზაფხულს რა ტრანსფერებს გაუკეთებენ, მომდევნო წელს რა იქნება და მაგისი მიხედვით უნდა დაიტოვონ ან გაუშვან. აგერ გვარდიოლაა თავისუფალი, ეს 1 წელი ალბათ დაისვენებს და რავი.. მე პირადად ძალიან მესიმპატიურება ამ გუნდში მოსაყვანად. თან ადრე ინტერვიუშიისრ იბაზრა რომ ეტყობა ძველი წყენა გასვლია და თუ დამიძახებენ წავალო.. ხოდა.. რიავიცი, რიავიცი.. ფლიკთან სორი მაგრამ არამგონია ამ დაცვით და მითუმეტეს ამ ჰაილაინით კაი რამე დავიჭიროთ.. და თუ ვერ დავიჭერთ მერწმუნეთ იამალის აქ დამტოვებელი აღარავინ იქნება.
    ეჰ ამ გუნდის ნახევარს ისე მოისვრიდა გვერდიოლა ვერც მივხვდებოდით…
    ეს ბორდი არის სრულიად სა*ლევეთი და ხალხი კიდევ უფრო გამოჩერჩეტებული..
    აი რანაირად იქნები ეკონომიკურად მყარად, როცა გუნდში უამრავი წურბელა გყავს და უამრავ მილიონს უხდი არაფერში.. მერე გამოდიხარ და იძახი რომ ფული არაა და ხალხი ვერ მოგვყავსო.. ხოდა ფული რანაირად გექნებათ თქვეჩემისებო, თუკი ყველაფერს ამ წურბელებს აჭმევთ?! აგერ მოგვშორდა ლევანა და ძლივს გამონთავისუფლდა 40 მილიონი.. მეორე დღეს კი დაიწერა რომ 1/1ზე ვბრუნდებითო.. ახლა წარმოიდგინეთ რომ არაუხოები, კრისტენსენები, რაშფორდები, ბარჯები, კუნდეები და ა.შ. არ გვყავს.. ჯერ რამხელა მაყუთი შემოდის სატრანსფეროდან და მერე რამხელა მაყუთი იზოგება..
    აგერ ძმაო კრისტენსენს რომ უხანგრძლივებ, რომელსაც წელიწადში 9მლნ აქვს.. დააწინაურე ალვარო კორტესი, თუ ვერაფერს შეგმატებს ვერც დაგაკლებს, რადგან კრისტენსენი 2 წელია ლამის თვალით არ გვინახია, მერე აგერ კიდე გაუშვი არაუხო და შემოგივა საღაცა 30მლნ, პლუს ამას დაგეზოგება წელიწადში 15მლნ, აი შემდეგ დაიმატე სენესი უფასოდ და დამთავრდა ცენტრალური მცველების საკითხი.
    ფლანგებზე გყავს 50/50ზე ფულბექები ბალდე და კუნდე, ორივეს აქვს ფასი.. თუ გაყიდი რომელიმეს შემცვლელი შეიძლება უფრო იაფადაც მოიყვანო, აგერ თურმე დუმფრისს მეორეჯერ შემოუთავაზებია საკუთარი თავი და გამოსასყიდი 25მლნ აქვს. ლოგიკურად კუნდეში სულ მცირე 60მლნს მაინც გავაკეთებთ და დუმფრისის ან რაციუს მოყვანით 35მლნს თავზე ვშოულობთ.
    ბალდეს რაც შეეხება, ჩემი აზრით ეგეც გასაყიდია და კუკურელიაა მოსაყვანი, ნუ ჩავთვალოთ რომ დავაბარტერეთ.
    ჯამში შედეგი რა დგება: წურბელებს ვიშორებთ, ფლანგებზე გვყავს ჯანიანი, ნაკლებად ტრავმიანი, თავისი პოზიციის ტიპები, ცენტრში კი ბალანსი. და კიდევ ზედ ნაშოვნი 65მლ და დაზოგილი ხელფასები.
    ნახევარდაცვას არ ვეხებით გარდა იმისა რომ კასადოს ვყიდით მინ 30ად.
    შეტევაში არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება რაშფორდის გამოსყიდვა, ბარჯის უეჭველი გააჯმეინებენ, ლევანა წასულია და იმ 3ს არ ვეხებით.
    მე პირადად დიდი ხანია ვიძახი რომ უნდა მოვიყვანოთ ოიარსაბალი, მიკა გოცი და მუნიოსი აი ეს 3 კაცი მაქსიმუმ დაგვიჯდება 100მლნ მაშინ როცა მაგ 100მლნს და მეტის გადახდას ესენი გვპირდებიან ალვარესში, ხოდა არ მინდა ბატონო ალვარესი.
    მიკა გოცი არის პრაქტიკულად მეორე კვარა.
    ოიარსაბალი არის დაბალბიუჯეტური ალვარესის ასლი, ხოლო მუნიოსი რეალის გამო თუ ვერ გამოვა ჯანდაბას, დავაწინაუროთ ტონი ფერნანდესი, ბარჯიზე უარესი ნაღდად ვერ იქნება..

    ერთი სიტყვით, გავაჯმეინეთ: არაუხოს, კრისტენსენს, ბალდეს, კუნდეს, კასადოს, ბარჯისა და რაშფორდს და ვიშოვეთ 180მლნ
    და მოვიყვანეთ: დუმფრისი, სენესი, კუკურელია, კანსელუ, ოიარსაბალი და გოცი, რაც დაახლოებით დაჯდება 150მლნ.

    შეუძლებელი ამათგან არაფერია, პროსტა ტვინი უნდა გქონდეს სწორად მოწყობილი..

    და კიდევ, დიდ ტექსტებსა და დელულუობაზე შენიშვნები არ მიიღება, უჩემოდ მაინც გამოყრუვდით ამ საიტზე და ვიღაცის დელულუ აზრები მაინც იკითხეთ კაცო

    • joy
      joy ახალბედა
      schedule 24 მაი 2026, 13:54

      ძალიან კარგად ჩამოაყალიბე მეგობარო ბარსას პერსპექტივა ფლიკის ხელში და ის ცვლილებებიც რომლებიც შეიძლება უმტკივნეულოდ და დაბალი ბიუჯეტით გამოსწორდეს! სრულიად გეთანხმები ყველა საკითხში!

    • Motamashe
      Motamashe ახალბედა
      schedule 24 მაი 2026, 14:53

      მე მიყვარა შენი დიდი ტექსტები და შენი ოცნებები😃 თან აღიარებ, რომ იდიოტები და დეგენერატები მართავენ კლუბს და მაინც არ ეშვები ოცნებებს რომ ერთ დღესაც ბევრ სწორ და ადეკვატურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ😆 რანაირად ძმაა? შენ ცხოვრებაში თუ შეგხვედრია იდიოტი, თავის საქმის არ მცოდნე, რომელიც ერთ დღესაც გაიღვიძებს და ზედიზედ მიიღებს ბევრ სწორ გადაწყვეტილებას, მიიღებს ერთია და თან აღასრულებს😀 ყოფილხარ ასეთი ფერისცვალების მომსწრე? არა ხომ? აბა ამათგან რატომ ელი? ფლიკი+იამალი+ლამასია+ იღბალი. ეს ოთხი რამ არის რაც ამ გუნდს ტიტულებს აგებინებს და ჯერ კიდევ გრანდების სიაში ამყოფებს🙂 მოეშვი ფუჭ მოლოდინებს შენთვისვე აჯობებს, ნერვებს შეინარჩუნებ მშვიდათ. იმიტომ რომ მაგ შენი ნაფიქრი სწორი გადაწყვეტილებების არც მოფიქრების ჭკუა აქვთ ამათ, და მით უმეტეს არც ასრულების ერთი ადგილი. თაღლითი არაპროფესიონალი მატყუარები მართავენ ჩვენ საყვარელ კლუბს და რაც მალე შევეგუებით ამ აზრს, მით ნაკლებ ტკივილს მივიღებთ✌️

      • Barca for life
        Barca for life ვეტერანი
        schedule 24 მაი 2026, 18:46

        მე იმაზე ვწერ თუ რა იქნებოდა სწორი და რას უნდა აკეთებდნენ, თან თუ დააკვირდები საკმაოდ დიდი გულისტკივილით ვწერ ამას და დიდად მოლოდინებიც არ მაქვს რომ განახორციელებენ, უბრალოდ ჩემთვის ჩემ პონტში სამართლის მხარეს ვარ და პარალელურად დღითიდღე ხელს ვიქნევ ამ გუნდზე მაშინ როცა რაშფორდისა და კრისტენსენის დატოვებებზე ვკითხულობ..
        ნუ არ ვიცი..
        ალბათ ჩემთვის მთლად მაგ დონის იდიოტებიც არ არიან რომ ყველა იმედი გადავიწურო, იმასაც ვერ ვიტყვით 100%ით რომ იმ წურბელებს ნაღდად შეინარჩუნებენ, რადგან დადასტურებული არაფერია, მაგრამ თუ ეგრე დალაგდა, მაშინ ვიტყვი რომ გას*ვნიათ ამათ პატრონი თქო და კაი ხანი ჩლს მოგებას მაინც აღარ დაველოდები.
        იდეაში არც ძაან ცუდი გუნდი არ გვაყვს პროსტა როდემდე უნდა ვუხადოთ რამდენიმე წურბელას ლამის 400მლნ მაყუთი წელიწადში..
        ხალხს ძაან კი უნდოდა ლაპორტას შენარჩუნება და ა ბატონო, აგერ გამოჩნდება როგორი გადაწყვეტილებაც იყო.
        მე კი ძაან კარგად ვხედავ პირველივე დღიდან რამდენს იტყუება და სანამ რეალურად არ დადასტურდება რაღაცეები არც მაგათი დამჯერი ვარ და არც აქ რამის დამწერი.

        • Motamashe
          Motamashe ახალბედა
          schedule 24 მაი 2026, 23:28

          🙂❤️✊