ფაბრეგასი: "ჩელსისა" და "ბარსელონას" ფილოსოფია ერთმანეთის მსგავსია"

ფაბრეგასი: "ჩელსისა" და "ბარსელონას" ფილოსოფია ერთმანეთის მსგავსია"

ლონდონის "ჩელსის" კატალონიელი ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი მიიჩნევს, რომ ""ლურჯების"ა" და "ბარსელონას" თამაშის ფილოსოფია ერთმანეთის მსგავსია.

"მოურინიო თამაშის სტილს მის განკარგულებაში მყოფი ფეხბურთელებიდან გამომდინარე არჩევს. სწორედ ამიტომაა ის დიდი მწვრთნელი. ის ნებისმიერ სიტუაციას ერგება და მის გუნდს სხვადასხვაგვარად თამაში შეუძლია. ეს მწვრთნელობის საკმაოდ ბრძნული სტილია.

შემიძლია ვთქვა, რომ მოურინიოს "ბარსელონას" სტილის შესანიშნავად ესმის. "ჩელსი" მსგავს ფეხბურთს თამაშობს. ჩვენი მიზანია ვიყოთ გუნდი, რომელიც ინიციატივას ფლობს. შესაძლოა, თამაშის სხვადასხვა სისტემა გვაქვს, მაგრამ "ჩელსისა" და "ბარსელონას" ფილოსოფია ერთმანეთის მსგავსია." - აცხადებს ფაბრეგასი.

სესკ ფაბრეგასი "ბარსელონას" სკოლის აღზრდილია. 2003-2011 წლებში ის "არსენალში" თამაშობდა, ხოლო 2011-2014 წლებში - მშობლიურ კლუბში. გასულ ზაფხულში, ის "ბარსელონადან" "ჩელსიში" გადავიდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 15 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.