ფაბრეგასი შესაძლოა "არსენალში" დაბრუნდეს

ფაბრეგასი შესაძლოა "არსენალში" დაბრუნდეს

კატალონიის "ბარსელონას" 25 წლის ესპანელი ნახევარმცველი, სესკ ფაბრეგასი შესაძლოა კვლავ "არსენალში" დაბრუნდეს სადაც 2003-2011 წლებში გამოდიოდა. როგორც ბრიტანული პრესა იტყობინება "მეთოფეების" დამრიგებელი არსენ ვენგერი აქტიურად აკვირდება ფეხბურთელის გარშემო არსებულ სიტუაციას და შეეცდება ფეხბურთელი მომავალ ზაფხულს დაიბრუნოს. 

მიზეზი კი ის არის, რომ "ბარსელონაში" არცთუ ისე კმაყოფილნი არიან ფეხბურთელის ადაპტირებით კლუბის თამაშზე და შესაძლოა სესკი საკმაოდ სოლიდური თანხის სანაცვლოდ გაყიდონ, ამის შემდგომ კი "ბარსელონა" დიდი ტრანსფერების განხორციელებას შესძლებს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.