„რეალი“-„ბარსელონა“. იცით თუ არა, რომ...

„რეალი“-„ბარსელონა“. იცით თუ არა, რომ...

მადრიდის "რეალსა" და კატალონიის "ბარსელონას" შორის გასამართი მატჩის წინ, გთავაზობთ საინტერესო ფაქტების ჩამონათვალს.

  • ბოლო "ელ კლასიკო" გაიმართა 23 მარტს - 216 დღის წინ. ამ მატჩში მონაწილეობა მიიღო "ბარსელონასა" და "რეალის" ახლა უკვე ყოფილმა 5-მა ფეხბურთელმა: ვიქტორ ვალდესი და სესკ ფაბრეგასი ("ბარსელნა"), დიეგო ლოპესი, ჩაბი ალონსო და ანხელ დი მარია ("რეალი").
  • ლეო მესისთვის ეს იქნება 29-ე "კლასიკო". ჯერჯერობით, მან 14-ჯერ მოიგო, 7-ჯერ დამარცხდა და ამდენჯერვე ფრე ითამაშა. არგენტინელის აქტივში 21 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა.
  • ბოლოს, "ბარსელონასა" და "რეალს" შორის მატჩი უგოლოდ დასრულდა 2002 წლის 23 ნოემბერს, "კამპ ნოუზე".
  • ბოლოს, "ბარსელონა", ლა ლიგის ფარგლებში, "სანტიაგო ბერნაბეუს" 4-ქულიანი სხვაობით ესტუმრა მაშინ, როდესაც "ბლაურგანამ" "რეალი" 2-6 დაამარცხა.
  • მადრიდში ყველაზე მეტჯერ განმეორებული შედეგი არის 2-1, რომელიც 18-ჯერ მოხდა. ამის შემდეგ მოდის 1-1.
  • "ბარსელონამ" ბოლო 12 "კლასიკოდან" 8 მოიგო, 2 წააგო და 2 ფრედ დაასრულა.
  • დღეს, 25 ოქტომბერს, მესამედ გაიმართება "კლასიკო". ამ დღეს, წინა 2 თამაში გაიმართა მადრიდში. აქედან ერთი "რეალმა" მოიგო, ხოლო ერთიც "ბარსელონამ".
  • ლეო მესი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც "ელ კლასიკოში" ჰეთ-თრიქი 2-ჯერ აქვს შესრულებული. პირველად მან "რეალთან" 3 გოლი 2007 წლის მარტში, "კამპ ნოუზე", გაიტანა. ეს მატჩი ფრედ, 3-3 დასრულდა. მეორედ არგენტინელმა ვარსკვლავმა ჰეთ-თრიქი გასულ სეზონში, "ბერნაბეუზე", შეასრულა, როდესაც მადრიდელები 3-4 დამარცხდნენ.
  • "ბარსელონას" ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, ჯერჯერობით, გოლი გაშვებული არ აქვს, ხოლო "რეალის" კარი მეტოქეებმა უკვე 9-ჯერ აიღეს.
  • თუ კლადუო ბრავო ითამაშებს და გოლს არ გაუშვებს, მშრალი სერია ლა ლიგაში 810 წუთამდე გაგრძელდება, რაც 14 წუთით ნაკლები იქნება მიგელ რეინას 824-წუთიან შედეგზე. ეს მაჩვენებელი მეკარემ 1972/73 სეზონში დააფიქსირა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 75 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.