ელჩე-ბარსელონა 0:0 - საინტერესო ფაქტები

  • 12-05-2014, 16:11
  • ელჩე-ბარსელონა 0:0 - საინტერესო ფაქტები

    გთავაზობთ იმ საინტერესო ფაქტების ჩამონათვალს, რომლებიც "ელჩესთან" გამართულ მატჩში დაფიქსირდა.

    • "ბარსელონამ" კარი მშრალად ბოლო 9 მატჩში პირველად შეინახა;
    • ეს იყო მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" მიერ ჩატარებული მე-4 უგოლო ფრე;
    • მიმდინარე სეზონში მეორედ მოხდა, რომ "ბარსელონამ" ზედიზედ 2 ფრე ითამაშა. წინა ასეთი შემთხვევის შემდეგ, ტატა მარტინოს შეგირდებმა "რეალი" "კამპ ნოუზე" ანგარიშით 2:1 დაამარცხეს;
    • "ბარსელონამ" გოლი მიმდინარე სეზონში უკვე მე-8 თამაშში ვერ გაიტანა, რაც 2007-08 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა;
    • ალვესმა (12) და ბარტრამ (10) მეტოქეს ბურთი ყველაზე მეტჯერ აართვეს;
    • "ბარსელონას" ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 99 გოლი აქვს გატანილი. კატალონიელებს კვლავ ერთი გოლი ჭირდებათ იმისათვის, რომ 100-გოლიან ნიშნულს ზედიზედ მე-3 სეზონში მიაღწიონ;
    • სესკ ფაბრეგასმა "ბარსელონას" მაისურით 150-ე თამაში ჩაატარა. მან 106-ჯერ მოიგო, 28-ჯერ ფრედ ითამაშა და 16-ჯერ წააგო;
    • მარკ ბარტრამ ზედიზედ მე-5 თამაში დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში, რაც პირველ გუნდში მისი გადმოსვლის შემდეგ პირველად მოხდა;
    • ლეო მესი ძირითად შემადგენლობაში ბოლო 23 მატჩში იყო. მის შემდეგ ხავიერ მასკერანო მოდის (16).

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 25 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV